in

როგორ აჯობეს ახალგაზრდა იუთუბერების საშინელებათა ფილმებმა Star Wars-ს

როგორც ჩანს, YouTube-დან დიდ კინოში გადასვლის ტენდენცია სულ უფრო წარმატებული ხდება. მაისის ბოლოს ამერიკულ კინოგაქირავებაში პირველი ადგილი დაიკავა ფილმმა „Backrooms“ – სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა, რომელიც YouTube-ზე შექმნილი ვიდეოსერიების გაფართოებული ვერსიაა. პროექტი ეფუძნება კეინ პარსონსის საშინელებათა ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია უცნაური საოფისე სივრცე, რომელიც ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება.

BOG
BOG

ფილმის რეჟისორი თავად კეინ პარსონსია, ხოლო „Backrooms-ის” შემოსავალი მხოლოდ მაისის ბოლო კვირისთვის დაახლოებით 81 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს დამოუკიდებელი სტუდია A24-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახსნის შედეგია. აქამდე რეკორდი ფილმ „Civil War-ს“ ეკუთვნოდა, რომელმაც პრემიერის კვირაში 25.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზეა „Obsession“, რომელმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგი აჩვენოს. ფილმი სიუჟეტი მოგვითხრობს, როგორ იქცა სასიყვარულო სურვილი – კოშმარად. მან გამოსვლიდან მეორე კვირის ბოლოს შემოსავლის ბევრად დიდი მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე პირველ კვირას. ვარაუდობენ, რომ ივნისის პირველი კვირის ბოლოს კი დაახლოებით 26.4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც წინა მაჩვენებლებს 10%-ით გაზრდის.

კინოინდუსტრიაში ეს იშვიათი მოვლენაა. ჩვეულებრივ, ფართო გაქირავებაში გამოსული ფილმების შემოსავალი მეორე კვირაში 50-70%-ით მცირდება. გასულ წელს „Sinners“ განსაკუთრებულ წარმატებად მიიჩნიეს, რადგან მისი მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ით შემცირდა. „The Hollywood Reporter-ის” ინფორმაციით, „Obsession“ პირველი ფილმია 1982 წლის შემდეგ, რომელმაც როგორც მეორე, ისე მესამე კვირაში ზრდა აჩვენა.

მისი რეჟისორი კერი ბარკერიც YouTube-დან მოვიდა. მან პოპულარობა საკუთარი მოკლემეტრაჟიანი და დამოუკიდებელი ფილმებით მოიპოვა, ხოლო 2024 წელს გამოუშვა ერთსაათიანი საშინელებათა ფილმი „Milk & Serial“. ბარკერს უკვე გადაღებული აქვს შემდეგი პროექტიც და ამჟამად „The Texas Chainsaw Massacre-ის” ახალი ვერსიის რეჟისორად მუშაობს.

კიდევ ერთი წარმატებული პროექტია „Iron Lung“, რომელიც ვიდეოთამაშის ეკრანიზაციაა. ფილმი YouTube-ვარსკვლავმა მარკ ფიშბახმა, იგივე Markiplier-მა გადაიღო და ამერიკულ კინოგაქირავებაში თითქმის 41 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბევრი იუთუბერი ცდილობდა დიდ კინოში გადასვლას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. მისი თქმით, პარსონსს, ბარკერსა და ფიშბახს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ –- ხანგრძლივი და სტაბილური კარიერა.

საინტერესოა ისიც, რომ ორივე ფილმმა შედეგებით აჯობა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოსულ ახალ Star Wars-ს – The Mandalorian and Grogu, რომლის შემოსავალიც ამ კვირის ბოლოსთვის დაახლოებით 24 მილიონ დოლარად არის პროგნოზირებული.

აღარ მიაკრათ ბავშვების ნახატები მაცივრის კარზე – იდეა, რომელმაც მშობლები მოხიბლა

საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა