ზოგჯერ ჩვენს ხანშიშესულ შინაურ ცხოველებს კიბეზე ასვლა მეტად უძნელდებათ… ამასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, იუთუბერმა ლიამ ტომპსონმა საკუთარი ხელებით შექმნა კატისთვის განკუთვნილი ლიფტი.
ლიამი, თავისი შემოქმედებით, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა — მას ეკუთვნის რობოტი ბატლერი, საიდუმლო კარი, ეზოში მოწყობილი ატრაქციონი და ა. შ. თუმცა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული ვიდეოები განსაკუთრებით აქტუალურია ინტერნეტ სივრცეში. მათ შორისაა ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ლიამის ძაღლი Minecraft-ის თამაშს სწავლობს.
ამჯერად მან თავისი 20 წლის კატის, ფროდოს, დასახმარებლად ლიფტი გამოიგონა. “მზად ხარ, დაბლა ისე ჩახვიდე, რომ არც ერთი კუნთი არ ამოძრაო? იმედია ასეა, რადგან ამისათვის ოთხი დღე დამჭირდა” — რიტორიკულად ეკითხება ტომპსონი თავის ოთხფეხა მეგობარს.