in

ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს მე ვარ! – YouTube-ის მუსიკალური რეკლამა მუსიკალური აპლიკაციისთვის

გიყვარს მუსიკა? როდესაც YouTube-ი ხელმისაწვდომია, სასურველი განწყობის მუსიკას ადვილად მოძებნი. სმარტფონები უკვე ჩვეული ნივთია, ამიტომ YouTube-მა მუსიკის მოყვარულებისა და თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა მობილური აპლიკაცია, სადაც ყველაფერია, რაც თქვენს გულს გაუხარდება. რა თქმა უნდა მუსიკაზეა საუბარი, რომელიც არამარტო განწყობას გვიქმნის, არამედ თავდაჯერებულობასაც გვმატებს – It’s not just what we listen to. It’s who we are.

სააგენტო  Anomaly New York-მა YouTube Music-ის ახალი აპლიკაციისთვის რამდენიმე ვიდეორგოლი შექმნა. აქ ნახავთ სხვადასხვა თაობის, რელიგიის, პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ასევე სხვადასხვა განწყობა აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მისამართზე პოულობს სასურველ მუსიკას.

ნახეთ 5 განსხვავებული ვიდეორგოლი და მოძებნეთ თქვენი განწყობის შესაბამისი მუსიკა.

 

 

მატარებლის აჩრდილი და გაოცებული მგზავრები მადრიდის მეტროსადგურში – Ghostbusters-ის მისტიური კამპანია

ფანქArt – ფანქრის წვერისგან შექმნილი ულამაზესი ფიგურები