18
Apr
2019

შენ გაქვს ხასიათი! – “ბორჯომის” კამპანია

18 Apr 2019

Elit Electronics


ყოველ ადამიანს თავისი განსხვავებული ხასიათი აქვს. მას სხვებისგან საკუთარი ღირებულებები, სტილი, გემოვნება, მიზნები და მისწრაფებები გამოარჩევს. ბრენდების მიმართაც, მომხმარებლებს სულ უფრო მეტად აქვთ განსხვავებული კომუნიკაციის მოლოდინი. თითოეული ადამიანის მხარდასაჭერად და მათი უნიკალურობის ხაზგასასმელად, “ბორჯომმა” კამპანია წამოიწყო. “შენ გაქვს ხასიათი!” – ესაა ბორჯომის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი იდეაც და გზავნილიც: “დაანგრიე სტერეოტიპები, მოუსმინე საკუთარ სურვილებს და მისწრაფებებს, რადგან შენ გაქვს ხასიათი! ხასიათი კი თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებულს ხდის.”

რა მიზანი აქვს “ბორჯომის” ამ წამოწყებას? დეტალებზე ბრენდ მენეჯერი ირინა კეიდია გვესაუბრა:

M: რას მოიცავს კამპანია?

თავდაპირველად, აუდიტორიას  ვიდეორგოლების სერიას ვთავაზობთ, რომელიც  „ბორჯომის“ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა. მოკლე და დინამიკური ვიდეორგოლები ახალგაზრდებზეა გათვლილი და „დიჯითალ კომუნიკაციას“ მოიცავს. უფრო ვრცელი და ინფორმაციული ხასიათის რგოლი კი – ბრენდის ძირითად მომხმარებელზე, „ბორჯომი“ გვაჩვენებს, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება ვიყოთ, რამდენად მარტივი გახდება ცხოვრება, როცა ვიპოვით ძალას, გამოვავლინოთ ხასიათი. „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო კამპანია, რომლის მთავარი ხაზიც არის თითოეული ადამიანის ხასიათი, სატელევიზიო სივრცის შემდეგ, პროექტების სახით, აუცილებლად გაგრძელდება  სოციალურ მედიაში.

M: როგორ დააკავშირეთ ადამიანების ინდივიდუალური ხასიათი თქვენს პროდუქტთან?

„ბორჯომი” განსაკუთრებული წყალია – წყალი მრავალწლიანი ისტორიითა და ხასიათით. ახალი კომუნიკაციით, ბრენდი მხარს უჭერს თითოეული ადამიანის ღირებულებებს, ასევე, სურვილს – იპოვოს საკუთარი თავი, მისდიოს ოცნებებს, აღმოაჩინოს საკუთარი უნიკალური მე და არ შეეშინდეს გამოწვევების. გქონდეს შენი ხასიათი – ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ! ზუსტად ასე აღვიქვამთ ჩვენს კავშირს მომხმარებელთან.

M: ვის მიმართავთ სლოგანით “შენ გაქვს ხასიათი”?

ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ინდივიდუალიზმი, შინაგანი თავისუფლება, აქვს განსხვავებული შეხედულებები და ფასულობები.

განხილვა