in

ყოველ დილით ახალ–ახალი ხედი ფანჯრიდან – ტურისტული ვიდეორგოლი კვებეკზე

BOG
BOG

ქვეყნის რეკლამირებაც ასეთი უნდა. სარეკლამო სააგენტო lg2–მ კვებეკის ტურისტული განვითარებისთვის არაჩვეულებრივი კამპანია და მასთან ერთად, ვიდეორგოლი შექმნა. ახალი 3 წუთიანი რგოლი უფრო დოკუმენტური სტილისაა და სულ ცოტა ხნის წინ, სახელწოდებით “ოთახი ბევრი ხედით”, გავრცელდა. კამპანიის იდეა პირდაპირ სახელიდან გამომდინარეობს, მასში მონაწილეობა ორმა მოხალისე მოგზაურმა, შეყვარებულმა წყვილმა მიიღო. სააგენტომ სპეციალურად მათთვის შექმნა ძალიან პატარა სახლი, რომელიც მარტივად გადასატანია. რატომ ტრანსპორტირებადი? სწორედ ეს არის კამპანიის იდეა, ყოველ დღე წყვილი ახალ–ახალ ლამაზ და ღირსშესანიშნავ ადგილას იღვიძებდა. ადგილები, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არც გსმენიათ და არ გინახავთ, ვიდეორგოლში ერთადაა თავმოყრილი.

 

ენერგიული ზაფხული რიოში და არაჩვეულებრივი სტილი Cropp–ისგან

ოჯახის ახალი წევრი და პოტენციური მეტოქე – B&Q–ს ძალიან თბილი ვიდეორგოლი