in

ყოველდღიური მოხმარების ნივთებისგან დამზადებული უჩვეულო აქსესუარები

არტისტის ინსპირაცია ბავშვობის ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას უკავშირდება

რთულია იმის გარკვევა, თუ რამდენად ძველია მოდის კონცეფცია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ის ნებისმიერი კულტურისა და საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. თანაც, დროთა განმავლობაში სულ უფრო რთულდება რაიმე ახლის და განსხვავებულის შექმნა.

გაბ ბოისის სახელით ცნობილი არტისტი კი ყოველდღიური ნივთების დახმარებით, ეფექტურად გარდაქმნის მოდის იდეას. გარდა მოდის სხვა კუთხით წარმოჩენისა, გარკვეული საგნების უჩვეულო “გარემოში” მოთავსება ერთგვარ სიურრეალისტურ ფოტოგრაფიასაც ქმნის.

“მე ყოველთვის ვიყავი მოდის, განსაკუთრებით, DIY მოდის მოყვარული. მაგალითად, სიმინდის ფოჩებისგან თოჯინების კაბებს ვამზადებდი.. ასე რომ, იმ საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ჯერ კიდევ ბავშვობის ინტერესისა და ცნობისმოყვარეობიდან მოდის” – ამბობს არტისტი.

“პროცესი იწყება იდეით. ზოგჯერ, ეს თავისთავად მოდის, ისე, რომ მე მასზე ფიქრიც კი არ მჭირდება. ზოგჯერ კი ფიქრს ჭკუიდან გადავყავარ”.

ნახეთ: 2021 წლის მსოფლიო სპორტული ფოტოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები

სუბტროპიკულ სიმწვანეში ჩაფლული კომპლექსი, სადაც ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა ერწყმის – Bamboo Beach Tsikhisdziri, REDCO