in

ნახეთ: ყოველდღიური ცხოვრების ესთეტიკური პეიზაჟები

ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ცეზარ მამედოვის ნამუშევრები ყოველდღიურობის მშვენიერებას ასახავს. მისი მიზანი ჩვეულებრივი მომენტების არსის აღბეჭდვაა, ამისათვის კი ხაზების, სინათლისა და პერსპექტივის ოსტატურ „კონტროლს“ მიმართავს. სურს, პეიზაჟებს ის განსაკუთრებული ელფერი შესძინოს, რომლებიც თითოეული მათგანის განწყობასა თუ შეგრძნებაში იკვეთება.

BOG
BOG

უმეტესად წყლის მოტივს მიმართავს, რაც მისთვის სიცოცხლის წყაროს სიმბოლოა და სიმშვიდე შემოაქვს არხების, პორტების, პლაჟების გამოსახულებებში. „ჩემი ნახატებიდან ოპტიმიზმი გამოსჭვივის, ფერადოვანი პალიტრისა და ფუნჯის თამამი მონასმების მიღმა. ეს ყველაფერი კაცობრიობის მრავალფეროვნებას და ჰარმონიას შეესაბამება. ამავდროულად, ჩემი ხელოვნება ცხოვრების უბრალო სიხარულის მშვენიერებას ავლენს — რეალიზმი ავთენტურად ასახავს ამ წარმავალ მომენტებს და ტილოზე უკვდავყოფს. ვყვები ამბებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს“.

Black Mirror-ის მეშვიდე სეზონი 2025 წელს გამოვა!

საინტერესო პოდკასტი | აუტიზმი