ერთი შეხედვით იდეალურ, პარიზულ რომანს ვუყურებთ. ლამაზი წვეულება… რომანტიკული და ინტიმური კადრები… თუმცა, ბოლოს ისმის კითხვა: Did you see signs of abuse in this film? შემდეგ კი YSL Beauty ქალების დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში იმას გვაჩვენებს, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დაგვრჩა…
„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ის აღქმები იყო, რომლებსაც ადამიანები ჩაგვრას მიაწერენ. ხშირად პარტნიორის ძალადობისას ფიზიკურ ზიანს წარმოვიდგენთ, რეალურად კი ჩაგვრა მეტად ნიუანსურია. შესაძლოა, ძალადობა ეჭვიანობით, იზოლირებით, შანტაჟითა და კონტროლით დაიწყოს და სწორედ ამას უსვამს ჩვენი კამპანია ხაზს… იდეალური რომანის ჩვენებით გვინდოდა, იმ საყურადღებო ნიშნებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რომლებიც ერთი შეხედვით უხილავი და ხშირად რომანტიზებულია. ამგვარი დასასრულით კი გვინდა, მსგავსი ქმედებების ამოცნობა შეძლოთ მანამ, სანამ ეს თქვენი რეალობა გახდება“, — ამბობს მანონ ერგინი, Yves Saint Laurent Beauty-ის ვიცე-პრეზიდენტი.
Don’t Call It Love-ის კამპანია YSL Beauty-იმ Abuse Is Not Love-ის პროგრამის ფარგლებში შემოგვთავაზა.