საკვების შეკვეთაზე ხომ არ ფიქრობდით? თუ ასეა, დროა სენ ლორანში ჩახვიდეთ, რათა თქვენი უახლესი შეკვეთა მამაკაცის გაზაფხული-ზაფხულის 2023 წლის კოლექციიდან Take-Away Box Bag მიიღოთ.
მართალია, YSL-ის თქვენი შემდგომი შენაძენი Happy Meals უფრო მოგაგონებთ, მაგრამ კარგი ის არის, რომ ერთჯერადი გამოყენების ნაცვლად, ამ ჩანთის სხვადასხვა მიზნით მოხმარებას შეძლებთ. ერთი შეხედვით მუყაოს კი ჰგავს, მაგრამ ხბოს ტყავისგან არის დამზადებული, ამიტომ, არც მის გამძლეობაზე უნდა იდარდოთ…
როგორც ხედავთ, ახალი შეფუთვა YSL-ის მონოგრამებით არის გაფორმებული. თანაც, იმაზე უფრო მეტი რამ შეგიძლიათ მოათავსოთ მათში, ვიდრე ნაგეტსები და კარტოფილია. ზამშით არის დაფარული და შიდა ჯიბეც აქვს, რათა მასში გასაღები ჩაამაგროთ.
მართალია, დემნა გვასალიას შემოქმედების შემდეგ, ეს ჩვენთვის არც ისე გასაკვირია, თანაც, თუ Balenciaga-ს ბოლოდროინდელ ჩიფსის ჩანთას გავიხსენებთ… მაგრამ თუ მაინც მოიხიბლეთ, გეტყვით, რომ მის შეძენას შავ და ყავისფერ ფერებში შეძლებთ.