in

რატომ ააშენა ვაჟამ სახლი უფრო სწრაფად, ვიდრე მისმა მეგობარმა? საიდუმლო „იტონგის” აირბლოკშია დამალული

მეგობრები რის მეგობრები არიან, თუ ერთხელ მაინც რამეზე არ დანაძლევდნენ! დღეს ერთ საინტერესო სანაძლეოზე მოგიყვებით, რომელიც ორ ძმაკაცს შორის დაიდო და ორივე დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში, თუმცა ბოლოს მოგებული მაინც ერთი დარჩა, ის, ვინც სახლის ასაშენებლად Ytong-ის აირბლოკი აირჩია. სანაძლეოს შინაარსის უკეთ გასაგებად, შეგიძლიათ ამ ვიდეოს უყუროთ და ჩვენ მიერ ნახსენები მეგობრები პირადად გაიცნოთ.

 
ამ ვიდეოს თავისი გაგრძელება აუცილებლად ექნება, რადგან ის „იტონგის” ახალი კამპანიის ნაწილია. „რა შედარებაა” – ფრაზა, რომელიც მოგებულმა მეგობარმა, ვაჟამ ბოლოს გააჟღერა, კამპანიის სლოგანია. ბრენდის მიზანია, მკაფიოდ წარმოაჩინოს იტონგის აირბლოკის უპირატესობები და დაგვანახოს, რომ მისი სხვა პროდუქტთან შედარებაც კი არ არის საჭირო, რადგან იტონგი უპირობოდ ლიდერი იქნება. 

თუმცა, იმისთვის, რომ ეს სიტყვები ჰაერში არ დავტოვოთ და კარგად აგიხსნათ, რა დადებითი მხარეები აქვს იტონგის აირბლოკს, მოკლედ ჩამოგითვლით მისი ყველა უპირატესობის შესახებ…

სიმარტივე და სისწრაფე

იმით დავიწყოთ, რამაც ვაჟას სანაძლეო მოაგებინა – იტონგის აირბლოკს ფოროვანი სტრუქტურა აქვს, რაც შენებისა თუ რემონტის პროცესში მისი მარტივად დამუშავების საშუალებას იძლევა. ეს სამუშაოებს უფრო პროდუქტიულს ხდის და დროს ორჯერ უფრო აჩქარებს. 

გარდა ამისა, იტონგის აირბლოკის სიმსუბუქის გათვალისწინებით, მისი მშენებლობაში გამოყენების დროს, მნიშვნელოვნად მცირდება მზიდ კონსტრუქციებსა და ფუნდამენტზე დაწოლა, რაც 10-12%-ით ამცირებს საჭირო არმატურის რაოდენობას.

ენერგოეფექტურობა

კომუნალური ხარჯების დაზოგვა ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის საშუალებას კი იძლევა ენერგოეფექტური ბლოკით სახლის აშენება, რომელსაც თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს და მისით აშენებული კედელი შიდა ტემპერატურას მაქსიმალურად ინარჩუნებს. შედეგად, მობინადრის კომუნალურები 40%-ამდე მცირდება. 

სიმტკიცე და გამძლეობა

რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი სახლის შენებისას, ვიდრე სიმტკიცე და გამძლეობა. სახლი ის ადგილი უნდა გახდეს, რომელსაც ჩვენს უსაფრთხო თავშესაფრად დავიგულებთ. იტონგის აირბლოკი ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს ერგება და გამძლეობას ინარჩუნებს როგორც ბიძგების, ისე პირდაპირი დარტყმების მიმართ. ვიცით, რომ რა შედარებაა, მაგრამ თუ მაინც შევადარებთ – იტონგის ბლოკი სტანდარტულზე  2,5-ჯერ უფრო მტკიცე და გამძლეა. 

გეომეტრიული სიზუსტე 

ეს აირბლოკი გერმანული ტექნოლოგიით მზადდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი ზედაპირი იდეალურად სწორი იყოს. ეს, თავის მხრივ, სალესი მასალის დანახარჯს 2.5-ჯერ ამცირებს და პროდუქტის ეკონომიურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ცეცხლგამძლეობა (და თან – ყინვაგამძლეობა)

სუპერგმირის დახასიათებას ჰგავს, მაგრამ ფაქტია – იტონგის აირბლოკი ცეცლხსა და ყინვას თანაბრად უძლებს. იგი 4 საათის განმავლობაში უძლებს ცეცხლს ისე, რომ არ დაკარგოს თავისი პირვანდელი სტრუქტურა. ყინვის შემთხვევაში კი, სტანდარტულ ბლოკთან შედარებით, იტონგის აირბლოკი 2-ჯერ უფრო ყინვაგამძლეა და 100 ყინვალღვობის ციკლს უდრის.

ეკოლოგიური სისუფთავე

კვარცული ქვიშა, ცემენტი, წყალი, თაბაშირი და კირი – ეს ის ბუნებრივი ნედლეულია, რითაც იტონგის აირბლოკი მზადდება. შესაბამისად, ისინი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოს შექმნის მობინადრის საცხოვრებელ სახლში.

საერთო ჯამში, გამოდის, რომ ვიდეორგოლის გმირის, ვაჟას სახლი არა მხოლოდ სწრაფად და მარტივად აშენდა, არამედ ის კომფორტული, უსაფრთხო და მყუდრო სივრცეც იქნება, რომელიც დაეხმარება მას კომუნალურების დაზოგვასა და მაქსიმალურად დაცულად ცხოვრებაში.

იტონგის კამპანიაზე „რა შედარებაა” სააგენტო Making Science Sweeft-მა იმუშავა.

[R]

GeorgiAI — საქართველოში მთავარი ციფრული საინფორმაციო ფონდი იქმნება

როგორ დავრეგისტრირდეთ თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე?