in ,

რძეში მობანავე თიკა ბალანჩინი და პიანინო კოჯრის ტყეში – ჯგუფ New One-ის მორიგი კლიპი

ვიდეომეიქერმა იუგო მორისმა ჯგუფ New One-ის ახალი სიმღერისთვის, სახელწოდებით Reality, ვიდეორგოლი შექმნა. ეს იუგოს მეორე ერთობლივი პროექტია ჯგუფთან ერთად: “ზუსტად ერთი წლის უკან, პირველად მომიწია მუშაობა ჯგუფ New One-თან ერთად, სადაც მომცეს სრული თავისუფლება და ასე შევქმენით კლიპი სიმღერაზე “Artificial Love”. მეორე თანამშრომლობის პროდუქტია ვიდეორგოლი სიმღერაზე  “Reality”, ანრი ბასილაიასა და დათო ევგენიძის მოტივებზე. კლიპზე ვიმუშავე ჩემ მეგობრებთან, ჯგუფ DG Recriation-თან, ერთად. გადაღება 3 დღეს გრძელდებოდა. ერთ-ერთ სცენაში თიკა ბალანჩინი რძეში ვაბანავე, 5 მეტრ სიმაღლეზე ვწევდით ფეხშიშველს ტყეში და გადაღების შემდეგ კოჯორის ტყეს ვაჩუქეთ პიანინო, რომელიც დღემდე იქ დგას და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია მაგაზე დაკვრა.

 

ტანმოვარჯიშე, როლერი, სკეიტერი და ტრეისერი „ლიკანის“ კამპანიაში – #გაცოცხლდი

რა ხდება, როცა სანტა თავისი ხელით გიმონტაჟებს გათბობას? – თერმოინდუსტრიას საახალწლო ვიდეორგოლი