in

რობობალიში, თუ რობოკატა – თერაპევტულ Petit Qoobo-ზე საერთაშორისო შეკვეთები იწყება

veon
veon

იაპონურმა კომპანია Yukai Engineering-მა მისი ცნობილი პროდუქტის – Qoobo-ს მომცრო ვერსია – Petit Qoobo გამოუშვა და მის წინასწარ შეკვეთას, 30 ივლისიდან 28 სექტემბრამდე,  Indiegogo-ზე, 60 დოლარიდან შეძლებთ. პროდუქტს კი 2020 წლის დეკემბრისთვის მიიღებთ.

Petit Qoobo რობობალიშია, ან რობოკატა, რომელიც თქვენს ხმაზე რეაგირებს და კუდს აქიცინებს. Qoobo გაჯეტია, რომელსაც ადამიანები თერაპევტული მიზნებისთვის იყენებენ – ეფერებიან, ან ეხუტებიან, როცა ამის სურვილი აქვთ და მისგან უკუკავშირსაც იღებენ. გარდა ამისა, რობობალიშს, თუ რობოკატას (ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდით რომელია) ისეთი ადამიანები მოიხმარენ, რომლებსაც შინაური ცხოველის ყოლა ძალიან უნდათ, თუმცა, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ (მაგალითად, არეული გრაფიკი ან ალერგია).

Qoobo ხმოვან უკუკავშირს გაძლევთ შეხებისას და მისგან ცოცხალი ორგანიზმის მსგავსი გულისცემის ხმასაც მოისმენთ. როგორც უკვე ვთქვით, მისი ფასი 60 დოლარიდან იწყება და ფერის მიხედვით, ცვლადია. არის 80 დოლარიანი Petit Qoobo-ც, ან კატასთან უფრო მიახლოებული, რეალისტური ვერსია, რომელიც 135 დოლარი ღირს.

„საქართველოს განათლების სისტემა ვერ პასუხობს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს“ – Galt & Taggart-ის კვლევა

„დენდის“ თამაშიდან ტექნოლოგიურ ენტრეპრენერობამდე – 23 წლის გივი ბერიძის ამბავი