in

რა იქნებოდა, მიაძაკის რომ უკრაინის ომი აესახა – იულია ტვერიტინას ილუსტრაციები

იულია ტვერიტინა ყოველთვის პოულობდა კავშირს მიაძაკის ომის საწინააღმდეგო თემატიკის იდეებთან. ყოველდღიური პრობლემებისგან გასაქცევად, ის ხშირად აკეთებდა ჩანახატებს მიაძაკის ანიმეების ინსპირაციით. ახლა, როცა მის ქვეყანაში უკვე თვეებია, ომი მძვინვარებს, ხატვა იქცა მის ძალად, რათა გამოხატოს ემოციები და მსოფლიოს ხმა მიაწვდინოს.

1945 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, Ghibli-ს ანიმაციური სტუდიის თანადამფუძნებელი, ჰაიაო მიაძაკი მხოლოდ 4 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახსოვს ომი, მუდამ დაჰყვებოდა მისი შედეგები, რადგან ჰაიაოს ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეულიყო მშობლიური ქალაქიდან. მომავალი ანიმატორი კი ომისშემდგომ რეალობაში გაიზარდა. რეჟისორის ცნობილი ნამუშევრები, როგორებიცაა: „პრინცესა მონონოკე”, „ციცინათელების სასაფლაო”, „ქარი ამოდის” და სხვა, სწორედ ომის საწინააღმდეგო თემატიკაზეა შექმნილი. 

იულია ტვერიტინა, უკრაინელი მხატვარი, რომელიც ხშირად ეძებდა ნუგეშისცემას მიაძაკის ჰუმანისტურ ნამუშევრებში, ახლა თავის ნამუშევრებს უძღვნის საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომის საშინელებას.

Linkin Park-ის მომღერალი ქმნის ტექნოლოგიას, რომელიც ადამიან NFT-დ გაქცევთ

ჩრდილოეთ ესპანეთში ძველი რომაული ქალაქი აღმოაჩინეს