როდესაც 20 წლიანი კომის შემდეგ აღმოაჩენ, რომ საოცრად მოშვებული წვერისა და მხრებამდე გაზრდილი, გაბურძგნული თმის გარდა, ჩიფსების ჭამის წესიც კი შეიცვალა, უკვე ავტომატურად მფრინავი ავტომობილების მოლოდინის რეჟიმი აქტიურდება. მანქანების რა გითხრათ, ისინი კვლავ მიწაზე დადიან, მაგრამ Yum Yum-ის ჩიფსები მართლაც შეიცვალა. უკვე მათი გაცხელებაა შესაძლებელი, თანაც მიკროტალღურ ღუმელში. ბრენდმა თავისი სიახლისთვის სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნა, რაშიც მას სააგენტო Lg2 დაეხმარა.
https://www.youtube.com/watch?v=NCHhGg-5yDQ














