23
May
2016

როგორ ვაქციოთ საკვების მიღება სახალისო პროცესად? – Yumit-ის ორიგინალური მოწყობილობა უჭმელი ბავშვებისთვის

23 May 2016



უჭმელი შვილები მშობლებისთვის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა,  დაძალება და ყვირილი კი მრავალგზის ნაცადი, თუმცა, უშედეგო მიდგომა. ზოგს ხახვი არ მოსწონს, ზოგს ბულგარული ან სტაფილო, სამაგიეროდ, ყველა ბავშვს მოსწონს ვიდეო თამაშები.

ყურადღება, წარმოგიდგენთ Yumit–ს!

ეს არის თეფშის დასადები მოწყობილობა, რომელიც დედებს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, ბავშვებს კი ნელ–ნელა მიაჩვევს ჯანსაღი საკვების მიღებას მათთვის ყველაზე სახალისო გზით – თამაშით. Yumit–ის პრინციპი მარტივია, თამაშის პერსონაჟის სიძლიერე ბავშვის კვებაზეა დამოკიდებული, რაც უფრო ჯანსაღ საკვებს იღებს ბავშვი, მით უფრო ძლიერია მისი გმირი.

გარდა ამისა, Yumit–ს აქვს სპეციალური მობილური პროგრამა რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, გაიგონ რა მიირთვეს ბავშვებმა და ასევე შეუძლიათ წამახალისებელი შეტყობინებები გაუგზავნონ შვილებს თამაშის დროს.

 

 

ახალი პროდუქტით გახარებული მშობლების რიცხვი დღითიდღე მატულობს.

P.S.  San Martin De PORRES აუტიზმის ასოციაციამ გადაწყვიტა Yumit–ის მოწყობილობა და ვიდეო თამაში თავის მკურნალობის რაციონში შეიტანოს.

 

განხილვა