in

ყურადღება, როგორც ფულის ერთეული

ყურადღება არის თანამედროვე ეკონომიკაში ყველაზე მყარი ვალუტა. ნებისმიერი ეკონომიკური ტრანზაქცია იწყება ყურადღებით. უფრო მეტიც, თანმიმდევრული ყურადღება მომხარებლის გადაწყვეტილების მიღების ყველა საფეხურის თანმდევი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროდუქტებს შეიძლება დავარქვათ იმპულსური (შესყიდვის მომენტში მიღებული გადაწყვეტილება პროდუქტის ყიდვაზე), გადაწყვეტილებაზე მაინც ყურადღება ახდენს გავლენას. ამ მოკლე დროში ვირჩვეთ იმ პროდუქტს, რომელმაც ყურადღების უპირატესობა მოიპოვა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტაბილურად და ხანგრძლივად შენარჩუნებული ყურადღება არის საფუძველი ნებისმიერი წარმატებული პროდუქტის, ბრენდის, ბიზნესის და ინდუსტრიისაც კი. მარკეტინგის, როგორც დისციპლინის ერთ-ერთი ძირეული მისიაა – ჩამოაყალიბონ ბრენდის იმიჯი და შეუნარჩუნონ ეს იმიჯი/ყურადღება მომხმარებელს წარმოსახვაში მაქსიმალურად ხანგრძლივად.

რეკლამირებაში და განსაკუთრებით, ციფრულ კომუნიკაციებში მარკეტერები ცდილობენ დაითვალონ მომხარებლის ყურადღების ხარისხი. სხვადასხვა ანალიტიკური პლატფორმებით ხდება impresiones, views, clicks, conversion და სხვა მონაცემების დათვლა, რასაც საბოლოოდ მაინც ყურადღებამდე მივყავართ.

ყურადღება, როგორც გაცვლითი კურსი, არა მარტო ბრენდსა და მომხმარებელს შორის მოქმედებს, არამედ მომხმარებელსა და მომხმარებელს შორისაც. მაგალითისთვის ავიღოთ პოლიტიკა, სადაც არ არსებობს პროდუქტი და მომსახურება. თუმცა, პოლიტიკოსებიც ყურადღებით ვაჭრობენ – ვინც უფრო მეტ ყურდღებას იმსახურებს, საბოლოოდ ის ხდება მმართველი ან მეთაური. ამ თეორიას კარგად მოწმობს აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. არავის ეგონა, რომ დონალდ ტრამპი მოიგებდა არჩევნებს, მაგრამ მან მოახერხერხა ამომრჩევლების ყურადღების მიპყრობა ზომიერი ექსცენტრიულობით და გაიმარჯვა კიდეც.

იგივე ეხებათ რელიგიას, ღმერთებიც ადამიანის ყურადღებით საზრდოობენ. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყურადღებამოკლებული რელიგიები დღეს აღარ არსებობენ და მათ, ვინც ჯერაც შეინარჩუნეს ყურადღება, წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას.

და ბოლოს რომ დავიდეთ უბრალო ადამიანურ ურთიერთობებამდე, აქაც ყურადღებაა წარმატების განმსაზღვრელი. ყველას გვახსოვს ზღაპარი 1001 ღამე, როდესაც დედოფალმა შაჰრაზადამ წარმატებულად მოპოვებული ყურადღებით შეინარჩუნა მეფე შაჰრირზე.

ავტორი: სანდრო ხასია



სითი მოლის გათამაშება დაიწყო!

#თეგების კამპანია – Holland&Barrett Georgia