in

როგორ შევინარჩუნოთ ყურადღების კონცენტრაცია?

M2
M2

ევოლუციურ ისტორიაში ადამიანი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: სამყაროში გაცილებით მეტი ინფორმაციაა, ვიდრე ჩვენს ტვინს შეუძლია დამუშავება. საბოლოო ჯამში, ყურადღების კონცენტრაცია ძალიან სასარგებლო გადაწყვეტად იქცა, რადგან ტვინს საშუალება მისცა, პრიორიტეტულად მიეღო და შეერჩია გარშემო არსებული ინფორმაცია. იმისათვის, რომ წარმატებით ვიფიქროთ, ვიგრძნოთ და ვისაუბროთ, სწორედ ჩვენს ყურადღებაზე გვჭირდება წვდომა.

კონცენტრაცია მარტივად რომ აღვწეროთ, შეგვიძლია ფანრის მაგალითი მოვიყვანოთ. როდესაც ჩაბნელებულ ოთახში შევდივართ და სანათს სივრცისკენ მივმართავთ, კონკრეტული მონაკვეთი მკაფიო გამოსახულებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ვზღუდავთ და ვავიწროებთ ჩვენი გონებრივი ენერგიის მიმართულებას — გარკვეულ ინფორმაციას ვანიჭებთ პრიორიტეტს, რადგან არსებობს ტვინის მექანიზმი, სახელწოდებით „მიკერძოება“. ეს უკანასკნელი ააქტიურებს ნეირონებს, რომლებიც იმაზე გვიქმნის წარმოდგენას, რასაც ყურადღებას ვაქცევთ. მაგრამ მაშინაც კი, თუ ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ყურადღებაზე, როგორც აქცენტზე, ყურადღება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფოკუსირება. არსებობს ყურადღების სხვა სისტემები.

მეორე ასპექტი თითქმის ფანრის საპირისპიროა. ფანრისგან განსხვავებით, რომლის სხივი ძლიერი, ვიწრო და მიმართულია, პროჟექტორი ფართოა, დიფუზური და, შეიძლება ითქვას, ყველაფერს თავის თავში აქცევს. აქ საუბარია ე. წ. „გამაფრთხილებელ სისტემაზე“, რომელიც ირგვლივ არსებული დეტალების დაფიქსირებაში გვეხმარება.

გარდა ამისა, არსებობს ყურადღების გამახვილების და პრიორიტეტის მინიჭების მესამე გზა — ის დაკავშირებულია შინაარსთან, მომენტთან და ჩვენს მიზნებთან. ამას აღმასრულებელი კონტროლი ეწოდება და ხშირად კომპანიის ხელმძღვანელის ან ჟონგლიორის მაგალითთან აკავშირებენ — მენეჯერი ვალდებულია, კონკრეტული მიზნები შეინარჩუნოს და მათ შესაბამისად იმოქმედოს. იგივეა ჟონგლიორის შემთხვევაშიც — ჩვენ ყველა ბურთს ვმართავთ და ბევრ რთულ საქმეს ვუწევთ კოორდინაციას, რაც არ უნდა მოხდეს.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ყურადღების კონცენტრაცია?

ნეირომეცნიერი AMISHI JHA ყურადღების გაწვრთნის ერთ-ერთ ძალიან სასარგებლო გზას გვთავაზობს, რათა „მოხეტიალე გონებისგან“ დავიცვათ თავი. მისი თქმით, შეგვიძლია სუნთქვაზე კონცენტრაციის პრაქტიკა გამოვიყენოთ — ფანარი მოათავსეთ თქვენთან ახლოს და12 წუთის განმავლობაში მხოლოდ თქვენს სუნთქვაზე იფიქრეთ და იმაზე, თუ როგორ ზიხართ კონკრეტულ ადგილას. როდესაც სანათი სივრცისკენაა მიმართული, მხოლოდ რამდენიმე ობიექტს ხედავთ და სწორედ ასე უნდა მოხდეს თქვენს გონებაშიც. აუცილებელია ზოგადი ფაქტების ნაცვლად, მცირე დეტალებზე გაამახვილოთ ყურადღება… თუნდაც იმაზე, ცივ ჰაერს ისუნთქავთ თუ თბილს.

შესაძლოა, ამ პროცესში გონება სადმე გაგექცეთ და ბევრ რამეზე ერთდროულად იფიქროთ — იქნება ეს წარსულის მოგონებები თუ მიმდინარე მოვლენები, რომელთაგან თავის დაღწევაც გსურთ. ეს ბუნებრივია, რადგან ამაზე ფიქრის გარეშე ვერ გადაწყვეტთ, როზე გსურთ ყურადღების გამახვილება.

Instagram და Facebook Reels-ზე 6 ახალი ფუნქცია დაამატეს

როგორ შეიქმნა Ad Black Sea 2022-ის ბრენდინგი