in

ყვავილებით გაკეთებული შუა თითის სკულპტურა ზამთართან დასამშვიდობებლად

ლონდონში დაფუძნებულმა კრეატიულმა სტუდიამ დამოუკიდებელ ფლორისტთან თანამშრომლობით გააკეთა შუა თითის სკულპტურა, რომელსაც ჰქვია „ძვირფასი ზამთარი” და ის დამზადებულია ცოცხალი ყვავილებისგან. ეს ორიგინალური ნამუშევარი ერთი მხრივ ზამთრის დროულად გაცილებას ემსახურება, მეორე მხრივ გაზაფხულის მისალმებას. ყვავილებისა და მცენარეების გამოყენებით, ცოცხალი ხელოვნების ინსტალაცია ცდილობს ჩართოს და დააკავშიროს ადამიანები ბუნებასთან.

BOG
BOG

სტუდია ამბობს, რომ ეს იდეა პანდემიის კიდევ ერთი მწვავე წლის გასვლისა და ცივი და მოსაწყენი ზამთრის გაცილების მიზნით გაჩნდა. „არასოდეს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი დრო, რათა აღვნიშნოთ ნათელი დღეები, რომლებიც წინ გველოდება“, – ამბობს სააგენტო.

გაზაფხულის პირველი დღე არის აღორძინების ნიშანი და სრულყოფილი ბალანსი დღე-ღამეს შორის, ის იმედის სხივია, რომელიც ბევრს ნამდვილად შეუძლია ახლავე გამოიყენოს. გაზაფხულის პირველი დღის პრეზენტაციისთვის, ლონდონის სტუდიამ გამოიყენა სეზონური ყვავილები და დაამზადა შუა თითის ქანდაკება, რომელიც გაზაფხულის პირველ ყვავილობას ვარდისფერი, მეწამული და მწვანე ფერებით გამოსახავს. სკულპტურა მთლიანად დამზადებულია ბიოდეგრადირებადი მასალებისგან და დაიწყებს დაშლას გალერეაში გამოფენის დროს.

 

მეცნიერებმა ყინულის ახალი ფორმა აღმოაჩინეს

Pockit — ჯიბის კომპიუტერი, რომელსაც თავად ააწყობთ