დღეისათვის ემოჯებით საუბარი ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სულაც არ ყოფილა ციფრული სამყაროს ინოვაცია. ჯერ კიდევ ვიქტორიანელების ეპოქაში „ფლორიოგრაფიის კოდირებული ენა“ სიყვარულის, სურვილისა და ზიზღის გამოხატვის საშუალება იყო — ის მკაცრი ეტიკეტით იმართებოდა, რათა ნამდვილი ემოციები თავისუფლად გამოეხატათ.
ყვავილებს დიდი ტრადიცია აქვს, როგორც ემოციური გამოხატვის საშუალებას. როდესაც სიყვარულის, მწუხარების ან სიხარულის გამოახტვა გვსურს, სიტყვები საკმარისი არ არის — მათ სილამაზეს ვეყრდნობით. ფლორიოგრაფიის ხელოვნების მეშვეობით, კოდირებული მედიუმი, რომელსაც უფრო ხშირად ყვავილების ენას უწოდებენ, გაცილებით ადვილია მყარი პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამეფო მებაღეობის საზოგადოების თანახმად, ეს პრაქტიკა დომინირებდა ვიქტორიანულ კულტურაში ინგლისსა და შეერთებულ შტატებში და, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად დავიწყებული იყო ათწლეულების განმავლობაში, კვლავ სტაბილურად იძენს პოპულარობას.
ბოლოდროინდელი ფლორიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია მეფე ჩარლზის მიერ დედის, გარდაცვლილი დედოფლისთვის, დაკრძალვის გვირგვინის არჩევა. ემოციების დამალვის ტრადიციით, მან დანაკლისი გრძნობა ფერების მეშვეობით გამოხატა: მირტი სიყვარულისა და კეთილდღეობისთვის, შერწყმული ინგლისურ მუხასთან, როგორც სიძლიერის სიმბოლოსთან.
ბევრმა იცის, რომ ვარდების თაიგული რომანტიკის სიმბოლოა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რატომ. „ყვავილები საჩუქრად ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, შეიძლება, კიდევ უფრო გააზრებული იყოს მათი სიმბოლური ენის გამოყენებისას. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს ფერს, ყვავილის ტიპს, ან ორივეს“, — განმარტავს ჰარიეტ პერი, Bloom & Wild-ის ფლორისტი.
ამიტომაც იყო, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში სწორედ შესაბამისი იდეის მატარებელ ყვავილებს იყენებდნენ ბარათებზე.