in

ნახეთ: ყვავილებითა და მცენარებიით შექმნილი ცხოველების ფიგურები

ჰიროკი ტაკედა ბუნებისა და ცხოველების ურთიერთობის ხასიათს ასახავს

იაპონელი მხატვარი ჰიროკი ტაკედა ცხოველებისა და ბუნების ურთიერთობის სილამაზეს “აყვავებული ნახატების” სერიაში ასახავს. როგორც ვიცით, იაპონელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი არსების ბუნებასთან ჰარმონიული სინთეზი… ამიტომაც, ჰიროკი ცხოველების ფიგურებს ყვავილებისა და ბალახების მცირე გამოსახულებების შეერთებით ქმნის.

ამ სტილში შესრულებულ ნამუშევრებში უმეტესად ქარიზმატულ კატებს, ძაღლებს, ზაზუნებს, ფრინველებსა და ხვლიკებს ვხვდებით. თითოეული სახეობის ტექსტურის ყვავილებითა და მცენარეებით ჩანაცვლებას თავისი იდეური დატვირთვა აქვს – თითქოს, ტაკედა ხატავს იმას, რითაც სავსეა ცოცხალი არსება და რის გარეშეც ვერ იარსებებს ის.

არტისტის ნამუშევრების შეძენა მის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი, ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით კი თვალს ადევნებთ მის უახლეს ნამუშევრებს.

ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

ინჟინერმა მილისისგან თავისუფალი ველოსიპედის ბორბალი შექმნა