in

ნახეთ: ფოტოგრაფმა ყვავილის გულში მძინარე ფუტკრები დააფიქსირა

ფუტკრებმა მძის ჩასვლის დაწყებისთანავე დაიწყეს ყვავილებში მოკალათება

ოდესმე დაფიქრებულხართ, როდის ან როგორ სძინავთ მწერებს? ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მწერებიც იძინებენ – ისინი ხომ მთელი დღის განმავლობაში ფხიზლად არიან. თუმცა, როგორც ბუნების ფოტოგრაფი ჯო ნილი გვიჩვენებს, ფუტკრებს ყვავილში ძალიან კომფორტულად და ტკბილად მოკალათებულებს სძინავთ – ეს ნამდვილად სრულყოფილი კადრია…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნილი და მისი მეუღლე ნიკოლი (რომელიც ასევე ბუნების ფოტოგრაფია) გაზაფხულის ერთ დღე ველური ყვავილების მოსაძებნად წავიდნენ. “ნიკოლმა მინდვრებში ფუტკრები შეამჩნია და რამდენიმე წუთს ვაკვირდებოდით მათ. მალევე ყველა ყვავილს თავისი ბინადარი ჰყავდა – მზის ჩასვლასთან ერთად ფუტკრები დაძინებას აპირებდნენ… ერთი ფუტკარი ძალიან ცდილობდა თავისთვის განკუთვნილი ყვავილი ეპოვა, მაგრამ ყველა დაკავებული იყო და ამიტომ, სხვა ფუტკართან ერთად მოკალათდა” – იხსენებს ფოტოგრაფი.

რა თქმა უნდა, ნილმა იდეალური კადრი ფოტოზე აღბეჭდა და როგორც ამბობს, ამ რამდენიმე წუთში ფუტკრების შესახებ იმაზე მეტი შეიტყო, ვიდრე ოდესმე

„აჭარაბეთი“ ქართული სპორტის განვითარებისთვის

რატომ არ გახსოვთ ახლახან ნანახი ფილმის დასასრული?