in

ყველა ბრენდი ერთ სივრცეში – სხვა კომპანიების სლოგანებით მოყოლილი Alibaba–ს ისტორია

სლოგანები ბრენდების, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათებია, რომლებიც ონლაინ მაღაზია Alibaba–მ გააერთიანა და მათგან ძალიან შთამბეჭდავი ვიდეორგოლი All in 1 შექმნა. პირველად, სარეკლამო სფეროში, კონკურენტი ბრენდები ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან და Alibaba–ს ისტორიას თავიანთი სლოგანებით ავსებენ. ონლაინ მაღაზიამ საოცარი სიზუსტითა და შინაარსით მოარგო ერთმანეთს სპორტული, კოსმეტიკური, სათამაშოების, ტექნიკისა და ავტომობილების მწარმოებელი ბრენდების მახასიათებელი ფრაზები. Nike და The North Face, Levi’s და Converse ერთად გვიყვებიან იმ მთავარ ღირებულებებსა და მიზნებზე, რაც Alibaba–ს გააჩნია.

 

ინტერნეტ მაღაზიის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო  FRED & FARID–მა იმუშავა.

ქართული და აზერბაიჯანული რეგიონული ტელევიზიების სააგენტოები თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს