კონკურენცია დღევანდელ დროში, განსაკუთრებით კი საავტომობილო ინდუსტრიაში არც თუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, Mitsubishi–მ თავისი ბოლო ჰიბრიდ Outlander PHEV–ითა და მისთვის შექმნილი სარეკლამო ვიდეორგოლით სერიოზული და საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. თუკი ოდესმე რომელიმე მითიური არსების შესახებ გსმენიათ ან წაგიკითხავთ, ყველამ ერთად Mitsubishi–ს რგოლში მოიყარა თავი: ქალი მედუზა, ქალთევზა, კენტავრი, მფრინავი რაში და სხვა. რაც მთავარია, ყველა ერთ ჰიბრიდს ემორჩილება და სწორედ ამით Mitsubishi–მ თავის უპირატესობას ძალიან ოსტატურად გაუსვა ხაზი.
https://www.youtube.com/watch?v=7o-OxidjaVw












