in ,

ამერიკაში ყველა სმიტს ჯიბით ასპირინი დააქვს – კამპანია გულის შეტევის პრევენციისთვის

სტატისტიკურად, ყოველ 42 წამში ერთხელ, ამერიკაში გულის შეტევის შემთხვევა ფიქსირდება. მაჩვენებელი საკმაოდ საგანგაშოა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მის გადატანას ვერ ახერხებს. არადა, ამ დროს ყველაზე უბრალო ასპირინს ძალიან მარტივად შეუძლია ფატალური შედეგის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, ფარმაცეპტულმა ბრენდმა გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩვეულებრივი ადამიანები ნამდვილი გმირები გახდებოდნენ. დასაწყისისთვის, აირჩიეს ამერიკაში ყველაზე გავრცელებული გვარი სმიტი და ყველა ამ გვარის ადამიანს უფასოდ დაურიგეს ასპირინის ფირფიტები, იმ პირობით, რომ ყოველთვის თან ეტარებინათ. ამგვარად, თუ ვინმეს მოულოდნელად გულის შეტევა დაემართება, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მის სიახლოვეს ვინმე სმიტი აღმოჩნდება და მაშინვე ასპირინს მიაწვდის. მართალია, მხოლოდ სმიტები ვერ გადაარჩენენ ყოველ 42 წამში გულის შეტევიან მოსახლეობას, მაგრამ დასაწყისი ძალიან კარგია და გვარების ჩამონათვალიც საკმაოდ გრძელი.

https://vimeo.com/205819230

ბიზნესის წარმოება ყველასთვის მარტივად და ხელმისაწვდომად – Alibaba–ს სიახლეები მომხმარებელს

ოსკარის ცერემონიისთვის შექმნილი ვიდეორგოლები Walmart–ისგან