in

ყველაფერი ჯინსით იწყება, ხოლო როგორ გაგრძელდება, ამას თქვენ წყვეტთ – ახალი ბრენდი John Lewis–ის ქსელში

მართალია, პირველი ასოციაცია რაც John Lewis–ის გაგებისთანავე თავში მოგვდის, ეს ახალი წელი და ტრადიციული საახალწლო ვიდეორგოლია, მაგრამ ბრენდი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მას საკმაოდ დიდი ქსელი აქვს, რომელსაც სულ ახლახანს ტანსაცმლის ახალი ბრენდი AND/OR–ი შეემატა. სახელწოდება ისეთივე ორიგინალურია, როგორიც პირველივე სარეკლამო ვიდეორგოლი, მასზე სააგენტო Adam & Eve/DDB London–მა იმუშავა და უნდა ითქვს, რომ ნამდვილად ეფექტურად. ყველაფერი ჯინსებით იწყება, ხოლო ის, თუ რა იქნება შემდეგ ამას უშუალოდ თქვენ წყვეტთ. ერთწუთიანი რგოლი, სახელწოდებით “Denim born of LA”, სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და უკვე საკმაოდ დიდი ყურადღების მიქცევა შეძლო, როგორც თავისი მიმზიდველი სიუჟეტით, ასევე არაჩვეულებრივი პროდუქციითაც, რომლის შეძენაც მომხმარებელს უკვე შეუძლია John Lewis–ის ქსელში.

 

საბურავების გამოცვლის დროა! – Ebay–ს უჩვეულო მეთოდი, რომლის სახლში გამეორებაც რეკომენდებული არ არის

Cannes Lions-ის შიდაშესარჩევი კონკურსის ჟიურის პრეზიდენტები კონკურსის შესახებ