3
Aug
2014

ყველაფერი კავშირშია! პროვოკაციული რეკლამა

3 Aug 2014



ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შედეგებზე ყურადღების გამახვილების მიზნით კანადურმა კომპანია SAAQ-მ პროვოკაციული რგოლი გადაიღო.

კრეატორებმა ნათლად დაგვანახეს, რომ ყოველ ჩვენს ქმედებას შედეგი მოჰყვება და თუ ადამიანმა ბარში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ საკუთარი ავტომობილის გასაღებს მოჰკიდა ხელი, ამან შეიძლება სამწუხარო, ცუდ შედეგამდე, სიკვდილამდე ან მკვლელობამდე მიგვიყვანოს.

მოვლენების შედეგი თითქოს გადაბმულია ერთმანეთზე და ერთი მოვლენა ჯაჭვური რეაქციით მეორეს ითრევს …

განხილვა