ბიზნესის სამაგისტრო პროგრამებით ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან დღესდღეობით ბიზნესი ყველაზე მოთხოვნადი და მზარდი დარგია და თუ მისით ხართ დაინტერესებულები, აკადემიური ხარისხიც შესაბამისი უნდა გქონდეთ, რადგან გარემო ნამდვილად კონკურენტულია და მხოლოდ საბაკალავრო პროგრამა აღარ ხდება საკმარისი. ამ სფეროში დიდი ყურადღება ექცევა მუდმივ აქტიურობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრატიკასაც და სფეროსა თუ მასში მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირს.
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამების კონცეფცია სწორედ ამ გავრცელებულ ღირებულებებს ეფუძნება და მომავალ მაგისტრანტებს ისეთ პროგრამას სთავაზობს, რომელიც კონკრეტულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს კურსდამთავრებულს, მორგებულია გამოცდილებაზე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაზე.
კონტაქტების გაცნობის ყველაზე პირდაპირი და იოლი გზა თავად სამაგსიტრო პროგრამის აკადემიური პერსონალია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის პრატიკოსებით. ეს ადამიანები თავიანთ სფეროში წარმატებულნი არიან და მზად არიან, მომავალ თაობებსაც გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და წარმატების მიღწევის ფორმულები.
მოდი, უკეთ გავიცნოთ ისინი:
ნანა მიქაშავიძე
ის ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანის პოზიციას იკავებს, ასევე არის კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი. ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა დროს იკავებდა Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს.
დენ კოგანი
სოციალური მეწარმე, ანტრეპრენერი ისრაელიდან. იგი ექსკლუზიურად ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროგრამების ლექტორია. ამავდროულად, იგი ატარებს ვორქშოფებს მსოფლიო მასშტაბით და ეხმარება ანტრეპრენერებს შემოქმედებით პროცესში წარმატებით საქმიანობაში. ასევე, ის არაერთი დიდი პროექტის მენტორი და ფასილიტატორია.
მარიამ მეღვინეთუხუცესი
მარიამი BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2009-2014 წლებში ის იკავებდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას. 2015-2019 წლებში მეღვინეთუხუცესი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, არის ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საუნივერსიტეტო ფონდის ხელმძღვანელი.
ზურაბ ფიჩხაია
www.shopshop.ge-ს დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა „თიბისი ბანკის“ რისკების მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ზურაბ ფიჩხაიამ პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა.
ვასილ რევიშვილი
Thales Investments-ის მმართველი პარტნიორი. იგი 2004 წლიდან უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე ვასილი კომპანიის რისკების მმართველის პოზიციას იკავდება, ხოლო შემდეგ საქმიანობა გააგრძელა როგორც საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში, USD120 მილიარდი ღირებულების პორტფელის რისკის მართვით. საბოლოოდ, საინვესტიციო მენეჯერის უფროსი გახდა და მართავდა 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს. 2008 წლიდან, საქართველოში დაბრუნებული „საქართველოს ბანკის“ აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ასევე, იგი გახლდათ „თიბისი ბანკის“ საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი.
ვანო ბალიაშვილი
ბიზნეს-კონსულტანტი, ალტე უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი. ვანო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრია, ESM თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტის მენეჯმენტში. იგი მუშაობდა „თიბისი ბანკის“ ოპერაციების დირექტორად და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნეს-კონსულტანტია.
გიორგი ბარკალაია
საკონსულტაციო კომპანია OnPoint-ის პარტნიორი. მას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის, ბელორუსიის სახალხო ბანკისა და „ალდაგი–ბი-სი-აი“-ისა და „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. იგი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება.
ნათია მეფარიშვილი
მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი. იგი არაერთი წლის განმავლობაში იკავებდა სავაჭრო სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას, გახლავთ „ევროკავშირი საქართველოს” ექსპერტი და „მეწარმე ქალთა საბჭოს” თავმჯდომარე. ამჟამად, იგი ასევე ხელმძღვანელობს პროექტს – “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა”. ნათია არის ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი და ამავდროულად, აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში.
გარდა კვალიფიცირებული ლექტორებისა, ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სწავლასაც გთავაზობთ. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ამ უნივერსიტეტში შეგხვდებათ Advisory Board(მრჩეველთა საბჭო), რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესსექტორის წამყვანი სახეებითა და 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციით. თითოეული მათგანი შეიძლება თქვენი, როგორც ალტეს სტუდენტის პოტენციურ დამსაქმებლად იქცეს; ასევე უნივერსიტეტს აქვს სტარტაპ გარაჟი, რომელიც სტუდენტებს ბიზნესის კუთხით განვითარებაში ეხმარება.
თუ საერთაშორისო გამოცდილების მიღებაც გჭირდებათ და გსურთ, ალტეს პარტნიორობა აქვს ევროპის, აზიისა თუ ამერიკის არაერთ პროგრამასა და უნივერსიტეტთან, ამიტომ: თუ ხარ მოტივირებული, ლიდერული უნარებით გამოირჩევი და ცოტა გამოცდილება მენეჯმენტშიც გაქვს, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა, თავის შესანიშნავ აკადემიურ პერსონალთან ერთად, შენ გელოდება.
გაიგე მეტი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შესახებ: https://alte.edu.ge/storage/files/22-biznes-administrirebis-samagistro-programa-vebi.pdf
გაიარე ონლაინ რეგისტრაცია 22 აგვისტომდე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeS12ZG1UavsovWIEEWCZgsTc3JxoZlcYNkUvpNsIcS0xDazQ/viewform
[R]