in ,

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ SaaS-ის შესახებ

პროგრამული უზრუნველყოფის სერვისი, ცნობილი, როგორც SaaS, არის ღრუბელზე დაფუძნებული სერვისი, სადაც იმის ნაცვლად, რომ ჩამოტვირთოთ პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი დესკტოპის კომპიუტერის ან ბიზნეს ქსელის გასაშვებად და გასაახლებლად, თქვენ სწვდებით აპლიკაციას ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით. პროგრამული აპლიკაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფით დაწყებული – ერთიანი კომუნიკაციებით დამთავრებული. 

მას აქვს როგორც უპირატესობები, ისე ნაკლოვანებები. SaaS-ის ძირითადი უპირატესობები მოიცავს ხელმისაწვდომობას, თავსებადობასა და ოპერაციულ მენეჯმენტს. გარდა ამისა, SaaS მოდელები გვთავაზობენ უფრო დაბალ ხარჯებს, ვიდრე ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ბიზნესის ფართო სპექტრისთვის. 

ნაკლოვანებები

SaaS აპლიკაციების მთავარი მინუსი არის ის, რომ მათ ჩვეულებრივ სჭირდებათ ინტერნეტ კავშირი ფუნქციონირებისთვის. თუმცა მაღალსიჩქარიანი სატელეფონო ქსელები, როგორიცაა 5G, ამას ნაკლებად ართულებს. გარდა ამისა, ზოგიერთ SaaS აპლიკაციას აქვს ოფლაინ რეჟიმი, რომელიც საშუალებას იძლევა, ძირითადი ფუნქციონალები გამოიყენოთ.

SaaS-ის უპირატესობები

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ხელმისაწვდომობა. მართალია, ეს ზოგჯერ არის ნაკლი, მაგრამ ინტერნეტის ეპოქაში მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი SaaS აპლიკაციის ერთ-ერთი ძლიერი უპირატესობა არის ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით გაშვების შესაძლებლობა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ოპერაციული სისტემა გამოიყენება მასზე წვდომისთვის. იქნება ეს Windows, Mac, Linux ან თუნდაც, სმარტფონებზე (Android ან iOS), აპლიკაცია კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. ეს SaaS აპლიკაციებს მრავალმხრივ ხელმისაწვდომს ხდის რამდენიმე სხვადასხვა გზით. SaaS აპლიკაციების უმეტესობა შექმნილია, რომ იყოს მობილურისთვის მოსახერხებელი, რათა მათი გამოყენება შესაძლებელი გახდეს სიტუაციებისა და გარემოებების მთელ სპექტრში, განსაკუთრებით მოძრაობისას.

განახლების უნარი

SaaS აპლიკაციების კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი მუშაობს ღრუბელში და მარტივად ახლდება. შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა ცენტრალიზებულად, მომხმარებლის ბიზნეს ოპერაციებზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება შიდა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ხშირად მოითხოვს თავსებადობის ხარისხს და უსაფრთხოების დაცვას.

მოქნილობა

SaaS-ის ინსტრუმენტებზე წვდომა პატარა ბიზნესსაც შეიძლება ჰქონდეს. ის მასშტაბების გაზრდის საშუალებას იძლევა. თუ თქვენ გჭირდებათ მეტი მომხმარებლის დამატება თქვენს სერვისზე, ან პირიქით შემცირება, შეცვალეთ თქვენი გეგმა მოთხოვნის შესაბამისად.

ბაზრის დაპყრობა

მეწარმეებისთვის ეს ნიშნავს, რომ შეეძლოთ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიწოდება ბაზრის უმეტესი ნაწილისთვის, ნაცვლად მხოლოდ შეზღუდული და მიზნობრივი ბაზრის სეგმენტისა. ეს ნიშნავს, რომ ფასები შეიძლება იყოს უფრო იაფი და უფრო ხელმისაწვდომი ყველა ზომის ბიზნესისთვის. მომხმარებლებისთვის კი ეს ნიშნავს სერვისებზე წვდომას, რომლებიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი არ არის, რითაც აფართოებს და აუმჯობესებს ბიზნეს სერვისებსა და პროდუქტიულობას.

მონაცემების შენახვა

ღრუბლოვანი საცავის მეშვეობით, თქვენ მონაცემთა დაცვა შეგიძლიათ, რაც ნებისმიერი ინფორმაციის აღდგენისა თუ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, საუკეთესო ადგილია. მომხმარებელს აქვს ერთი ანგარიში, რომლითაც შეუძლია სერვერზე შესვლა ნებისმიერი მოწყობილობიდან და არსად გაეფანტოს მონაცემები.

საერთო ჯამში, SaaS გთავაზობთ უამრავ სარგებელს, რაც შედის როგორც მომწოდებლების, ასევე მომხმარებლების ინტერესებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კომპანიას შესაძლოა ურჩევნია, შექმნას საკუთარი ღრუბლოვანი მართვის სერვისები, მცირე ბიზნესის უმრავლესობისთვის SaaS შეუდარებელი შესაძლებლობაა.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით საქართველოში, USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეარჩიოთ ინფლუენსერები გამომწერების რაოდენობის მიხედვით