11
Jan
2019

როცა ყველაფრის სასწავლად დრო არ გაქვთ – ხერხი, რომელიც თავმდაბლობასა და მოთმინებას მოითხოვს

11 Jan 2019

ყველაზე ეფექტური და პროდუქტიული გუნდები შედგება წევრებისგან, რომლებსაც სწრაფად სწავლის უნარი აქვთ. ამბობენ, რომ ცდა და შეცდომის დაშვება საუკეთესო გზაა სასწავლად და ეს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეა. მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, რომელიც თქვენგან დიდ დროსა და ემოციას მოითხოვს. შესაძლოა, ბევრი რამის მოსინჯვა და გამოცდა გინდოდეთ, თუმცა ყველაფრის ათვისება შეუსრულებელი მისიაა. ცხოვრება, ისევე, როგორც ბიზნესი ძალიან ბევრ გაკვეთილს მოიცავს და გამოცდილების მისაღებად, აუცილებელი არ არის თითოეული მათგანი საკუთარ თავზე გამოცადოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

ნებისმიერი ჩვენგანი, ბავშვობიდან სწავლის რამდენიმე კლასიკურ მეთოდს იყენებდა – წიგნები, ტესტები, საკონტროლო წერები. ყოველ ჯერზე, გვიწევდა ამა თუ იმ თეორიული მასალის პრაქტიკული მნიშვნელობის გაანალიზება და ბევრჯერ, ვსვამდით კითხვას. კითხვის დასმა და ცნობისმოყვარეობა კარგია როგორც ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის, ასევე, სხვების გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. რჩევის მიცემისას ადამიანები არ ფურცლავენ წიგნებს, ისინი გიზიარებენ მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მარცხისა და წარმატების შესახებ.

იგივე შეიძლება მოხდეს ახლაც, ჩვენი ზრდასრულობის პერიოდში. შესაძლოა, რთულია თქვენი მეგობრის, თანამშრომლისა თუ ნათესავის რჩევის მოსმენა და მისი უფრო დიდ რამედ წარმოდგენა, ვიდრე უაზრო ბოდვაა, თუმცა, თუ სწავლა გინდათ, უნდა იყოთ მზად მოსასმენად. უკუკავშირის მიღებისა და სხვებისგან სწავლის მზაობის ქონის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ სხვების პერსპექტივიდან იყუროთ, გაითვალისწინოთ მათი შეცდომები, ეს თავიდან აგარიდებთ ფრუსტრაციის შემთხვევებს, ემოციურ, ფინანსურ, თუ დროით დანახარჯს.

წარმოგიდგენთ ოთხ კითხვას, რომელიც შეგიძლიათ დაუსვათ ადამიანს, რომლისგანაც სასარგებლო რჩევას ელით:

> როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა, სანამ X-ს გამოცდიდით?
> როდის გააცნობიერეთ, რომ შეცდომა დაუშვით, ან გჭირდებოდათ დახმარება?
> რა შეცვალეთ გაკვეთილის მიღების შემდეგ?
> როგორ აისახა ეს ცლილება თქვენს ცხოვრებაზე/ბიზნესზე?

წარმოიდგინეთ, რამდენი ფრუსტრაცია შეგვიძლია აარიდოთ საკუთარ თავს, თუ მარტივ რამეს გააკეთებთ – კითხავთ სხვებს, თხოვთ, გაგიზიარონ მათი გამოცდილება. ეს მოითხოვს მცირე თავმდაბლობასა და ბევრ მოთმინებას, თუმცა, თუ თქვენ გამოიმუშავებთ რჩევის თხოვნის ჩვევას, თქვენ შეძლებთ დროის დაზოგვას და დაიცავთ საკუთარ თავს საზიანო შეცდომებისგან. ბრძნული გადაწყვეტილებაა ისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, თუმცა, უფრო დიდი სიბრძნეა შეგეძლოთ სხვების გაკვეთილის გათვალისწინება.

წყარო: Inc.com



განხილვა