in

როგორ ვატაროთ 4TB ინფორმაცია ჯიბით?

,,არასაკმარისი მეხსიერება“ — ეს ავისმომასწავებელი ფრაზა ყველას გვაშინებს, განსაკუთრებით კი კონტენტის შემქმნელებს. თუმცა ეს დღეს უკვე აღარ არის გამოწვევა, რადგან ამ პრობლემის მოგვარების მარტივი გზაა გარე SSD.

არ აქვს მნიშვნელობა, სხვადასხვა დიდი მოცულობის პროგრამასთან გვიწევს მუშაობა თუ უბრალოდ დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვა გვსურს კომპიუტერში — გარე SSD დიდი მოცულობითა და პორტატიული ზომით იდეალური გამოსავალია.

კონტენტის შემქმნელებისთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, SSD კი თავისი სისწრაფითა და მაღალი შესრულებით, ამას თავისუფლად უზრუნველყოფს. თუნდაც ავიღოთ დიზაინისთვის განკუთვნილი პროგრამები: Photoshop, Illustrator ან სამონტაჟო პროგრამები. იმისათვის, რომ კრეატორებმა ამ პროგრამების სათანადოდ გამოყენება შეძლონ, შესაბამისი სისწრაფეა საჭირო. ამასთან, SSD-ის მეშვეობით, თავიდან ირიდებენ კომპიუტერის ხშირ გაჭედვას, პროგრამების იძულებით გათიშვას და ასეთი ტიპის სხვა ხარვეზებს.

სწორედ ასეთი ამოცანების გასამკლავებლად წარმოადგინა ამერიკულმა კომპანიამ Kingston Technology-მ პორტატიული SSD Kingston XS2000. ფაქტობრივად, ეს არის პატარა ზომის SSD, რომელიც მაღალი წარმადობით და ძალიან მაღალი სიჩქარით — კერძოდ,  2000 მბ/წმ-ით გამოირჩევა.

გარე SSD XS2000-ის ყველაზე დიდი პლიუსი არის მისი პრაქტიკულობა: იღებთ SSD-ის, Type-C კაბელით უერთებთ კომპიუტერს და დამატებითი მეხსიერება მზად არის. კომპლექტს მოჰყვება Type-A კაბელიც იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენს კომპიუტერს/ლეპტოპს არ აქვს Type-C კონექტორი. შეგიძლიათ ჩატვირთოთ პროგრამები, ფოტო/ვიდეო მასალა, თუნდაც ფილმები ან ნებისმიერი რამ, რაც მოგესურვებათ. ჩაიდოთ ჯიბეში და მთელი მასალა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

ახლა კი ცოტა უფრო დაწვრილებით მისი უპირატესობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

Kingston XS2000-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ზომაა — 69,54 x 32,58 x 13,5 მმ და იწონის მხოლოდ 28,9 გრამს.

XS2000 არის 500GB, 1TB, 2TB და 4TB მოცულობით, მისი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეა 2000მბ/წმ – 2000მბ/წმ, ნებისმიერი მოცულობის შემთხვევაში. მაქსიმალური სიჩქარის მისაღებად Kingston XS2000 USB 3.2 Gen 2×2 (USB Type-C) 20 გბ/წმ-მდე გამტარუნარიანობის პორტთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ამასთან, დისკი აღჭურვილია  IP55 კლასის დაცვით მტვრისგან და ჭუჭყიდგან. რეზინის კორპუსის დახმარებით კი შეგიძლიათ  თავიდან აიცილოთ მექანიკური დაზიანებები.

SSD-ის მარჯვენა კიდეზე განთავსებული USB Type-C კონექტორი, რომლის მეშვეობითაც იგი თავისუფლად უკავშირდება როგორც ლეპტოპს, ისე კომპიუტერს, პლანშეტსა და სმარტფონს. ამისათვის მხოლოდ USB OTG მხარდაჭერაა საჭირო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, SSD-ს ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივება შეუძლია — ყოველი საჭირო მასალა ერთ კომპაქტურ მოწყობილობაში ჩაეტევა. ჩვენ კი უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევძლებთ სამუშაოს შესრულებას.

დაწვრილებით ინფორმაციას პროდუქტის შესახებ, მაღაზიებს, სადაც შეძლებთ შეძენას და ფასს ამ ბმულზე იხილავთ.

[R]

ამ ვებ-კამერით არაციფრული ნივთების გაზიარებას შეძლებთ

ასე პოულობენ „სისხლის უანგარო დონორები“ სუპერგმირებს ყოველდღიურად