in

ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში — კარფური და Mastercard-ი „ერთად ბავშვებისთვის“

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.

17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ — ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია „კარფურისა“ და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში  — „ერთად ბავშვებისთვის“, Mastercard-ით გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.

„კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს სახალისო აქტივობასაც სთავაზობს — დახატე შენი სკოლა, მოიტანე ნებისმიერ ჰიპერმარკეტში (თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) და მიიღე სასკოლო ნივთები საჩუქრად.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით,  თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და  შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ზრუნავენ ქართული კომპანიები თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრებაზე?

როგორ შეიძლება მარკეტერებმა იფიქრონ ბრენდის თამაშში განთავსებაზე?