in

ყველა კომპანიას სჭირდება “ციფრული მომთაბარეების” პოლიტიკა

მათი რიცხვი 2019-დან 2020 წლამდე 7.3 მილიონიდან 10.9 მილიონამდე გაიზარდა

Covid-19-ის პანდემიიდან რამდენი თვის შემდეგ მკვეთრი და სწრაფი გადაადგილება, ალბათ, ყველაზე ძლიერ ტენდენციად იქცა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ბიზნესის საქმიანობაზე. თუმცა ე. წ. “ციფრული მომთაბარეებისთვის” ეს პროცესი საკმაოდ სასარგებლო იყო – ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებელი ცხოვრების წესი აქვთ. ეს კი მათ საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშაონ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეგულარულად დისტანციურად მომუშავე ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ სახლსა და დასასვენებელ ადგილს შორის გადაადგილდებიან, ციფრული მომთაბარეები მუშაობის დროს მოგზაურობენ და ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. მათი პოვნა ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი, დაწყებული უდაბნოში განთავსებული ბანაკებით, დასრულებული ტყეში მდებარე ქოხით.

ბოლო სამი წლის განმავლობაში Emergent Research და MBO Partners თანამშრომლობდნენ, რათა ციფრული მომთაბარეების შესახებ ფართო კვლევები ეწარმოებინათ. სტატისტიკის თანახმად, იმ ამერიკელთა რიცხვი, რომელიც საკუთარ თავს ამ სახელით მოიხსენიებს, 2019-დან 2020 წლამდე 7.3 მილიონიდან 10.9 მილიონამდე გაიზარდა – პროცენტული მაჩვენებლით ეს 49%-იან ზრდას გულისხმობს.

ამასთან, ამ ჯგუფის შემადგენლობაც შეიცვალა. წინა წლებში ციფრულ მომთაბარეში დომინირებდნენ დამოუკიდებელი მუშაკები: ფრილანსერები, დამოუკიდებელი კონტრაქტორები და თვითდასაქმებულები. მაგრამ 2020 წელს მომთაბარეთა რაოდენობის ზრდა ტრადიციული სამსახურების მქონე ადამიანებმა “გაამდიდრეს”. ბევრმა თანამშრომელმა, რომელიც ოფისებზე აღარ იყო დამოკიდებული, გადაწყვიტა, ამ გზას გაჰყოლოდნენ. ამ თვალსაზრისით, ტრადიციული სამსახურების მქონე ციფრული მომთაბარეების რიცხვი ბოლო ორი წლის განმავლობაში 3.2 მილიონიდან 6.3 მილიონამდე გაიზარდა (ანუ, 96%-ით).

ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ციფრული მომთაბარეები, საშუალოდ, ძალიან განათლებულები და მაღალკვალიფიციურები არიან. თანაც, კარგად ფლობენ ციფრულ ტექნოლოგიებს. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მუშაობისთვის ციფრულ ხელსაწყოებსა და ინტერნეტს ეყრდნობიან, მათი კარიერის ძირითად სფეროს კომპიუტერული პროგრამირება და IT, ვებდიზაინი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, ინჟინერია და ციფრული და ტრადიციული მარკეტინგი შეადგენს.

ამ ტიპის თანამშრომელთა სიმრავლისა და მზარდი რაოდენობის მიუხედავად, რამდენიმე ორგანიზაციას მათთვის ოფიციალური პოლიტიკა და პროგრამები აქვს. გარკვეულწილად, ციფრული მომთაბარეები “გათიშულნი” არიან ქსელისგან – “ნუ იკითხავთ, არ გეტყვით”. ისინი მოლაპარაკებას თავიანთ უშუალო ხელმძღვანელთან ახორციელებენ.

ამ ყველაფრის პარალელურად საგულისხმოა სხვადასხვა მარეგულირებელი და იურიდიული რისკები. ინდივიდის სამუშაოსთან დაკავშირებული რეგულაციები, ჩვეულებრივ, იმ ქვეყნის იურისდიქციას ემყარება, სადაც დაწესებულებაა ჩამოყალიბებული (მაშინაც კი, თუ დასაქმებული სხვაგან იმყოფება). ზოგიერთ შემთხვევაში ამას ნეგატიური ფაქტორებიც ახლავს თან – მაგალითად, როდესაც დასაქმებული იმაზე ძვირადღირებულ ქალაქში ცხოვრობს, საიდანაც ხელფასის გაცემა ხდება, მიღებული მატერიალური სარგებელი ბევრად ნაკლებია.

შედეგად, შესაძლოა, “მუდმივი წესები” ჩამოყალიბდეს სხვა ქვეყანაში მომუშავე თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, რადგანაც მრავალი ციფრული მომთაბარე მათი ფირმის “კულტურის”, დეტალების ცოდნის გარეშე მოგზაურობს, დამსაქმებლებს შრომითი კანონებისა და წესების დარღვევის შესაძლებლობა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიები და მათი იურისტები ამ რისკების გაგებასა და მართვას იწყებენ. ზოგიერთი მათგანი დასაქმებულებს ოფისში მუშაობისკენ მოუწოდებს. Morgan Stanley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს გორმანმა, ცოტა ხნის წინ თქვა: “თუ გსურთ, ნიუ-იორკის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოთ, ნიუ-იორკში უნდა იმუშაოთ”.

შრომისა და შესაბამისობის იურიდიულმა ფირმამ Littler გამოაქვეყნა მოხსენება, სახელწოდებით, “What to do About ‘Global Covid Nomads’ და სხვა დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებთან ურთიერთობა, რომლებიც პირადი მიზეზების გამო საზღვარგარეთიდან მუშაობენ”. კვლევა ციფრულ მომთაბარეებთან დაკავშირებულ რისკებსა და ამ რისკების შემცირების მეთოდებს ეხება.

მართალია, ამ ტიპის დასაქმებულთა პოლიტიკა და პროგრამები ინდუსტრიისა და კომპანიის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ნაბიჯს მომთაბარეობის იდენტიფიკაცია და იმის გარკვევა წარმოადგენს, თუ სად არიან ისინი და სად მიდიან. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, ხელშეკრულება შეადგინოთ – მასში ყველა ის პირობა უნდა იქნას გარკვეული, რომელიც შემდგომ გაჩენილ კითხვებს უპასუხებს. მაგალითად, განსაზღვრული უნდა იყოს “აკრძალული საფრენი ზონები” (ადგილები, რომლებიც კომპანიის წესებსა და კანონებს არ შეესაბამება). ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მომთაბარეების ადგილობრივებთან “შეჯახების” რისკს, იურიდიული, საგადასახადო ან შესაბამისობის საკითხების თვალსაზრისით.

თუმცა მიდგომა მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არიან ციფრული მომთაბარეები მნიშვნელოვანი პირები. განათლებული და ციფრულ სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანები ძირითადად ისეთ პროფესიებში მუშაობენ, რომლებშიც ნიჭის დეფიციტი ხშირია და თანამშრომლების აყვანა მუდმივი გამოწვევაა. ასე რომ, ამ ინდივიდების აყვანა და შენარჩუნება ნიჭის განვითარების ნებისმიერი სტრატეგიის მთავარი კომპონენტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მომთაბარეობის ტენდენციამ მედიის დიდი ყურადღებაც მიიპყრო და სოციალური მედიის სიძლიერე უზრუნველყო. ბლოგები, ვიდეოები და ინსტაგრამის ანგარიშები შესანიშნავი კონტენტის შექმნის საშუალებად იქცა, რომელიც უმეტესად მომთაბარეების მშვენიერი სამყაროთია შთაგონებული. შედეგად, მრავალი დასაქმებული მისწრაფის, თავად გახდეს ციფრული მომთაბარე.

რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საკუთარი და ოჯახის ცხოვრების ცვლილებას ეხება. ალბათ, დიდი სურვილის მიუხედავად, ბევრი არ გახდება ციფრული მომთაბარე… მაგრამ ფაქტია, მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ორგანიზაციებმა.

წყარო: HBR



სოციალური ლაბორატორია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი

Swing Festival-ზე დასასწრებად კოვიდ უარყოფითი ტესტის პასუხი აუცილებელია