in

ველური ცხოველებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხიდი იქმნება

სამხრეთ კალიფორნიის მთავარ გზატკეცილზე ინოვაციური, მსოფლიოში ყველაზე დიდი და „ველური“ ხიდის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი… იგი მეტ სივრცეს მისცემს მთის ლომებსა და ველური სამყაროს სხვა ცხოველებს, რომლებიც ურბანული გარემოთი არიან გარშემორტყმულნი.

BOG
BOG

ლოს-ანჯელესის მახლობლად ხიდის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია 22 აპრილს გაიმართება, დედამიწის დღეს. ველური ბუნების ფედერაციის ბეთ პრატის თქმით, ხიდი დიდ კატებს, კოიოტებს, ირმებს, ხვლიკებს, გველებსა და სხვა არსებებს უსაფრთხო გზს გაუხსნის სანტა-მონიკას მთებში. ასევე, ეს უკეთეს საკვებსა და პოტენციურ პარტნიორებს უზრუნველყოფს.

„მართალია, ასეთ ხიდებში ახალი არაფერია, რადგან მცირე ზომის ხიდი გომბეშოების შემთხვევაშიც გამოვიყენეთ. თუმცა ამ უკანასკნელს ისტორიულ მოვლენად ის აქცევს, რომ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ავტომაგისტრალზე ვიყენებთ“, — ანიშნავს პრატი. ხიდი გადაჭიმული იქნება 61 მეტრზე, 10 მაგისტრალის ზოლზე. მისი მშენებლობის პროცესი კი ძირითადად ღამღამობით განხორციელდება და, სავარაუდოდ, უკვე 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.

პროექტი, სახელწოდებით „ინსპირაციული მაგალითი“ 90 მილიონი დოლარის ინვესტიციას საჭიროებს. აქედან 60% შემოწირულობებით გროვდება, დანარჩენი კი — კონსერვაციის მიზნებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრებიდან.

„კალიფორნიის ადგილობრივმა სახეობამ და ეკოსისტემის მრავალფეროვნებამ სახელმწიფო აღიარება მოიპოვა, როგორც ბიომრავალფეროვნების გლობალურმა ცხელმა წერტილმა. ეს ექსტრემალური კლიმატის ზემოქმედების პირობებში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ მდიდარი ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად“, — განმარტა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტორებმა ტოპოგრაფია საკმაოდ ინოვაციურად დააპროექტეს. სპეციალური, მაღალი კიდეების ღრუები ქვემოდან მომავალ ხმასა და სინათლეს დაბლოკავს.

გარკვეულწილად, იდეას საფუძველი პუმა P-22-ისგან ჩაეყარა. დიდი კატა ველური ცხოველების გენეტიკური მრავალფეროვნების კლების სიმბოლოდ იქცა. მეცნიერებმა, რომლებიც GPS საყელოებით აღჭურვილი პუმას აკონტროლებდნენ, ათწლეულების განმავლობაში აღმოაჩინეს, რომ გზების არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს ამ სახეობის გამრავლებისთვის.

NVIDIA-ს ახალი ტექნოლოგია 2D სურათებს 3D-ში გარდაქმნის

40-ზე მეტი წლის წინ მოპარული გობელენი ნაპოვნი და აღდგენილია