in

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ძველი მუმია აღმოაჩინეს

ყველაფერი ასე დაიწყო — 60 წლის წინ არქეოლოგებმა სამხრეთ პორტუგალიაში 8 000 წლის საფლავებში ადამიანის ჩონჩხები აღმოაჩინეს, სურათები გადაუღეს და შემდგომში კვლევა დაიწყეს. უახლესი შედეგები კი აჩვენებს, რომ უძველესი მუმიები არა ეგვიპტესა და ჩილეში, არამედ ევროპაში გვხვდება. 

M2
M2

1960-იან წლებში, გათხრების დროს, პორტუგალიის სამხრეთით ათობით უძველესი გვამი აღმოაჩინეს, მათგან კი სულ მცირე ერთი მუმიფიცირებული იყო. სულ მცირე, რადგან იმის ნიშნებიც არსებობდა, რომ ამ ადგილზე სხვა მუმიფიცირებული სხეულებიც იქნებოდა… ამრიგად, რეგიონში ეს პრაქტიკა ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. 

თუ მკვლევრების მოსაზრებას დავეყრდნობით, რომელიც ძვლების მდებარეობის დაკვირვებით მიიღეს, ყველაზე ძველი მუმიფიცირებული სხეული რაღაცაზე მიმაგრებული უნდა ყოფილიყო. სხვა მახასიათებლები კი მეტყველებდა იმაზე, რომ სხეული, ცეცხლის დახმარებით, განზრახ გამომშრალი იყო. შედეგად კი უფრო მსუბუქი და გადასაადგილებლად მარტივი ხდებოდა…

როგორც ვიცით, მუმიფიცირებას ეგვიპტეში, დაახლოებით, 4500 წლის წინ მიმართავდნენ. ამის მტკიცებულება მრავალ ადგილზეც აღმოაჩინეს. თუმცა მათ შორის პორტუგალიაში აღმოჩენილი ადამიანის მუმიფიცირებული სხეული ყველაზე ძველია. მეტიც, ამბობენ, რომ იგი 1000 წლით უსწრებს წინა რეკორდსმენს — ჩილეს ატაკამის უდაბნოს მუმიას. 

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ მუმიფიცირებული სხეულების პოვნა მარტივია მშრალ ადგილებში, ევროპაში, სადაც მეტად სველი კლიმატია, ასეთი აღმოჩენების გაკეთება მეტად რთული და იშვიათია. „ძალიან რთულია ამ დაკვირვებების გაკეთება, მაგრამ ეს კომბინირებული მეთოდებითა და ექსპერიმენტული სამუშაოებით ხდება შესაძლებელი“, — ამბობს რიტა პეიროტეო-სტჯერნა, ბიოარქეოლოგი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს შედეგი მკვლევრებმა მუმიების ფოტოებზე დაკვირვებით მიიღეს. სურათები კი პორტუგალიელი არქეოლოგის — მანუელ ფარინჰა დოს სანტოსის ნივთებში აღმოაჩინეს, რომელიც 2001 წელს გარდაიცვალა… მათ შორისაა შუა ქვის ხანის 13 სამარხის შავ-თეთრი სურათები. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის სამხრეთით სადოს ხეობიდან მიღებული დოკუმენტაცია და სხვა მასალები ლისაბონის მუზეუმში ინახებოდა, ეს სურათები მკვლევრებისთვის აქამდე უცნობი იყო.

Service online – BOSCH-ისა და Onway-ს ერთობლივი პლატფორმა ელექტრო სამშენებლო ხელსაწყოების შესაკეთებლად

NASA-მ SLS-Orion-ის ტესტირება წარმატებით დაიწყო