in

„ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე” ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია.

ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის, ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან:

1. საუკეთესო პროდუქტი
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
4. გამორჩეული როლი რეგიონში
5. საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებგვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

[პარტნიორის კონტენტი]

ყველაზე ჩვეულებრივი ამბავიც კი არაჩვეულებრივად იქცევა – თუ მას ერთად ვქმნით – მამების დღის აღნიშვნას „თეგეტა“ შეურთდა

საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მიმართულებით, AI-ს ფინანსებში დანერგვისთვის 4 ჯილდო მიიღო