in

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ქვეყნები საქართველოში და რა გავითვალისწინოთ მოგზაურობის დაგეგმვისას

ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი სეზონი უკვე დაიწყო. მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე საზაფხულო მოგზაურობების დაგეგმვის აქტიური პერიოდია და ყველა ჩვენგანი იმის მიხედვით გეგმავს თავის შვებულებას, როგორი სტილის დასვენებასაც ანიჭებს უპირატესობას. ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ მოგზაურობა მარტო, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება და ჩვენც გადავწყვიტეთ, ცოტა მაინც გაგიმარტივოთ საქმე, გესაუბროთ პოპულარულ მიმართულებებსა და აუცილებლად გასათვალისწინებელ დეტალებზე. 

ამაში კომპანია PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორი, სალომე ბერაია დაგვეხმარება, რომელიც მრავალი წელია ტურისტულ ბიზნესს წარმოადგენს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის რამდენიმე რჩევას მოგვცემს იმისთვის, რომ ჩვენი სხვა ქვეყანაში ვოიაჟი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდეს.

M: სალომე, რომელ ქვეყნებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სეზონების მიხედვით ქართველი მოგზაურებისგან?

საქართველოში აქტუალობას არ კარგავს თურქეთის მიმართულება, კერძოდ, ანტალიის რეგიონი: ბოდრუმი, ქუშადასი და მარმარისი. ასევე მთელი წლის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, ხელმისაწვდომია ეგვიპტე, განსაკუთრებით შარმ-ელ-შეიხის მიმართულება. მესამე ადგილზე  ინაცვლებს ემირატები და ამ ადგილს აია ნაპასთან იყოფს, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს.

M: დაახლოებით რა ბიუჯეტია საჭირო ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ და როგორ იცვლება ფასები სეზონურად? 

წინასწარი (ადრეული) ჯავშნები ბიუჯეტის 40 %-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ზამთარში შესაძლებელია დაგეგმოთ ზაფხულის არდედეგები და პირიქით. ფასები დამოკიდებულია სასტუმროს კატეგორიაზე, ღამეების რაოდენობაზე და, რა თქმა უნდა, სეზონზე. თურქეთის რეგიონში ყველაზე ძვირადღირებული პერიოდია ივლისი-აგვისტო, ახალი წლის პერიოდში კი ყველაზე მოთხოვნადი ხდება ეგვიპტის მიმართულება, შესაბამისად, ფასიც შედარებით მაღალია.

M: რა უნდა გაითვალისწინოს მოგზაურმა, რომელიც პირველად გეგმავს მოგზაურობას და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მოგზაურობის დამოუკიდებლად დაგეგმვა? 

ჩემი რჩევაა, პირველად მოგზაურობის შემთხვევაშI მიმართოთ მოგზაურობის ექსპერტებს, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც გამოცდილებასთან ერთად მოდის და დიდი შანსია პირველად დაგეგმვის დროს მომხმარებელს გამოეპაროს. 

ხშირია რეისების გადადების ან გაუქმების შემთხვევები. ასევე, ხშირად ხდება, რომ ფოტოზე მითითებული სასტუმრო შეუსაბამობა რეალობასთან. მოგზაურის უფლებები თითქმის დაუცველია. ამიტომაც უმჯობესია, ტური შუამავალი კომპანიის საშუალებით დაიგეგმოს.

M: რომელ ქვეყნებში მოგზაურობას ურჩევდით მკითხველს ზაფხულში? 

რა თქმა უნდა, თურქეთსა და ეგვიპტეს. ეს ორი მიმართულება არის დასასვენებლად იდეალური. All inclusive სასტუმროები, გარანტირებულად მზიანი ამინდები, ლივლივა ზღვა, წითელი ზღვის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, ბევრი სათავგადასავლო და შემეცნებითი ტური უკონკურენტოა ზაფხულის სეზონზე. 

საითკენაც არ უნდა გქონდეთ აღებული გეზი, გაითვალისწინეთ, რომ სამოგზაუროდ წასვლას ბევრი ნიუანსი ახლავს და არცერთი არ უნდა გამოგრჩეთ. თუ მაინც დამოუკიდებლად, სააგენტოების გარეშე აპირებთ დაგეგმვას, შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვების გამოცდილებით, სოციალურ ქსელებში მოგზაურობის თემატიკასთან დაკავშირებული მრავალი ჯგუფია. ასევე, ყურადღება მიაქციეთ შეფასებებს, გადაიკიდეთ ე.წ. review-ები. გახსოვდეთ, რომ სწორად დაგეგმილი მოგზაურობა ბედნიერი დასვენების საწინდარია.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

პროკრედიტ ბანკი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს ინარჩუნებს

პროფესიული სოციალური ქსელი, რომელსაც AI მართავს — Louisa