in

მეცნიერებმა, მსოფლიოს ყველაზე პატარა კომპიუტერით, ლოკოკინას სახეობების გადარჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ექსპერიმენტი მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აწარმოეს

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლოკოკინების ქცევის შესასწავლად ექსპერიმენტი ჩაატარეს – მათ ვარდისფერი მგლის ლოკოკინას გარსზე მცირე ზომის კომპიუტერი Michigan Micro Mote (M3) მიამაგრეს და მისი მზის პანელების მონაცემები გამოიყენეს, რათა დაედგინათ, რამდენად იტანს ლოკოკინა მზის სხივებს.

ზემოთ აღნიშნული ის მტაცებელია, რომელმაც 1970-იან წლებში საფრანგეთში 50-ზე მეტი სახეობის ადგილობრივი ლოკოკინა გაანადგურა. ყველაფერი 1974 წელს დაიწყო, როდესაც ფრანგმა მეცნიერებმა ინვაზიური ლოკოკინა – ანუ, ვარდისფერი მგლის ლოკოკინა წარადგინეს. მისი ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება ძალზე ნეგატიური აღმოჩნდა… იგი დანარჩენ სახეობებს საკვებად იყენებდა, თუმცა ხუთი მათგანი მაინც გადარჩა, მათ შორის Partula hyalina.

მრავალი წლის შემდეგ, ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, როგორ გაურჩნენ ლოკოკინები განადგურებას. “ჩვენ ისეთი მონაცემების მიღება შევძელით, რომელთა მოპოვებაც ვერავინ შეძლო. ეს იმის შედეგად, რომ იმდენად პატარა კომპიუტერული სისტემა გვაქვს, რომელიც თავისუფლად თავსდება ლოკოკინას გარსზე” – განაცხადა მიჩიგანის ელექტრო ინჟინერმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა დევიდ ბლაავმა.

Partula hyalina და მასზე მონადირე ვარდისფერი მგლის ლოკოკინა ღამის არსებები არიან. თუმცა, როგორც კვლევა გვიჩვენებს, ეს უკანასკნელი მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე Partula hyalina. ამიტომაც, მსხვერპლი დღის განმავლობაში უფრო დაცულია.

როგორც მკვლევრები ამბობენ, მალე M3-ის მიმაგრება სხვა ცოცხალ არსებებზეც შესაძლებელი იქნება, რაც უფრო მეტ  საინტერესო ექსპერიმენტს შემოგვთავაზებს.

მოემზადე საზაფხულო „ქეშბექისთვის“ – შეიძინე, რაც გაგიხარდება Mastercard-ით და დაიბრუნე 30% Extra.ge-ს ბალანსზე

„ჰაჯიმე“, ანუ საბრძოლო ხელოვნება მარკეტინგის ენაზე – ქართული სააგენტო იაპონური საწყისით