რომელი ბრენდია ყველაზე სანდო? — ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი თაობის წარმომადგენელს ჰკითხავთ. Morning Consult Intelligence-ის უახლესი კვლევის მიხედვით, თაობების განმავლობაში რამდენიმე ბრენდი სარგებლობს აღნიშნული „ტიტულით“: მაგალითად, Google, Band-Aid და UPS.
თუმცა ბრენდების უმეტესობასთან მიმართებით, შეხედულებას თაობათა ხაზი არღვევდა. გასაკვირი არ არის, რომ ზეტ თაობის წარმომადგენლები სოციალური მედიის კომპანიებს ანიჭებენ უპირატესობას — 18 წელზე უფროსები უფრო მეტად ენდობიან სოციალურ ქსელებს, ვიდრე საშუალო ზრდასრული ადამიანი. ამასთან, TikTok მოწინავე პოზიციას იკავებს: ზეტ თაობაში აპლიკაციას 20.5 ნდობის ქულა აქვს.
ტიკტოკს მოჰყვება Snapchat, Spotify, Twitch, Discord და Instagram. ხოლო ინსტაგრამის მშობელი კომპანია Meta, რომელიც გამოკითხვაში ცალკე იყო მოცემული, სანდოობის ჩამონათვალში არ მოხვედრილა.
მილენიალებს რაც შეეხება, მათთვის სია ასე გადანაწილდა: TikTok, Bitcoin, Meta, World Wrestling Entertainment, Red Bull; და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე სანდო კომპანიებს შორის ფილიპ მორისიც მოხვდა.
Gen X-ის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ნდობის ქულით საკვებ ობიექტებთან ან სახლთან დაკავშირებული კომპანიები სარგებლობენ. მათ შორისაა Bush’s Beans, Palmolive, General Mills, Ore-Ida და Cottonelle. ხოლო ბეიბი ბუმერები უპირარატესობას ანიჭებენ შემდეგ კომპანიებს: Procter & Gamble, Nabisco, Vlasic Pickles, Newman’s Own და Ore-Ida.