ინგლისში შოკისმომგვრელი სოციალური კამპანია PubLooShocker-ი გაუშვეს, რომლითაც არც ერთი მნახველი გულგრილი არ რჩება.
სოციალური კამპანიის ვიდეო Think! იმ მძღოლებს ეხმაურება, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში საჭეს მართავენ.
აქციის ფარგლებში, მამაკაცების საპირფარეშოში სპეციალური სარკეები დააყენეს. როდესაც ვინმე სარკეს უახლოვდება, იგი უეცრად იბზარება და დასისხლიანებული თავი მოჩანს, ამ ყველაფერს მანქანის მუხრუჭის და მტვრევის საშინელი ხმა ემატება. ფარული კამერის ყველა “მსხვერპლნი” რეკლამის მთავარ გმირებად იქცნენ.
სარკის იდეა, ლონდონის სააგენტო Leo Burnett-ს ეკუთვნის, მათ სპეციალურად ყველაზე საშინელი და შთამბეჭდავი ექსპერიმენტი მოიფიქრეს, რათა მძღოლები უბედური შემთხვევის მოწმეები გამხდარიყვნენ და სხვისი შეცდომა არ გაემეორებინათ.