in ,

ყველაზე სახიფათო სამსახური – Reporter Without Borders-ის კამპანია მედიის წარმომადგენლებისთვის

BOG
BOG

მაშინ, როდესაც ისეთ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად შვეიცარიაა, ჟურნალისტებისა და რეპორტიორების თავისუფლება ბუნებრივი, ჩვეულებრივი ფაქტია, სხვაგან ამ თავისუფლებას ხშირად სიცოცხლეც კი ეწირება. მედიის წარმომადგენლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად ინფორმაციისა და სიმართლის თავისუფლებისთვის იბრძვიან, უმეტესწილად, ეს ბრძოლა შეიძლება პირდაპირი გაგებითაც კი მივიღოთ. იმისთვის, რომ საზოგადოებაში, ასევე ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტებისა და მათი საკმაოდ სახიფათო საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა გაიზარდოს, არსებობს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც Reporter Without Borders-ია. ეს საერთაშორისო გაერთიანება ცდილობს მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას, ამასთან, იმ რეპორტიორების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რომლებიც კონფლიქტური ტერიტორიებიდან აშუქებენ. ორგანიზაციამ, სულ ახლახან, სააგენტო KSP-სთან თანამშრომლობით, ძალიან საინტერესო კამპანიაც წამოიწყო, რომლის მიზანიც ამ სფეროს წარმომადგენლებისკენ კიდევ ერთხელ ყურადღების მიპყრობა იყო.

BOG
BOG

 

#თაობა: ტიმო ბერიძე ახალი ტრეკით Trouble Au Paradis

გუსტავ კლიმტის შედევრების თანამედროვე ვარიანტები – ავსტრიელი ფოტოხელოვანის პროექტი