in

მეცნიერებმა 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარი აღმოაჩინეს

მისი მეშვეობით საშუალება გვეძლევა, თვალი გადავავლოთ სამყაროს შორეულ წარსულს

მეცნიერების მიერ 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის აღმოჩენა, კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს – მისი მეშვეობით საშუალება გვეძლევა, თვალი გადავავლოთ სამყაროს არსებობის აქამდე ნაცნობ ყველაზე შორეულ წარსულს.

კვაზარი, სახელწოდებით J0313-1806, შუაგულში შავი ხვრელით ფორმირდა. არიზონას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა კვაზარზე შავი ხვრელიდან წამოსული ცხელი ქარების არსებობაც კი დაადასტურა. “ეს არის ყველაზე ადრეული მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სუპერმასიური შავი ხვრელი მის მიმდებარე გალაქტიკაზე. ნაკლებად შორეულ გალაქტიკებზე დაკვირვების შედეგად ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა არასდროს გვინახავს ასეთი ადრეული პერიოდის მტკიცებულება” – ამბობს ასტრონომი ფეიჯ ვანგი.

ჩვენთვის ცნობილია შავი ხვრელის ზრდის ორგვარი მოდელი – პირველი გულისხმობს მის მიერ მატერიის შთანქმით გაზრდას, მეორე მოდელის თანახმად კი, იგი ვარსკვლავების გროვის კოლაფსით წარმოიქმნება. თუმცა J0313-1806-ის შემთხვევაში არც ერთი მოდელი არ ამართლებს. “ცხადია, ახალ აღმოჩენილ კვაზართან მდებარე შავი ხვრელის წარმოშობის მიზეზი რაღაც სხვა მექანიზმშია” – აცხადებს არიზონას ასტრონომიის დეპარტამენტის წარმომადგენელი, Xiaohui Fan.

აღსანიშნავია, რომ კვაზარზე არსებული ცხელი ქარები მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად აქრობს ვარსკვლავების წარმომქმნელ ცივ აირს, რაც საბოლოოდ იწვევს ვარსკვლავების სიკვდილს. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს სუპერ მასიური შავი ხვრელები გახდა ბევრი დიდი გალაქტიკის მიერ ვარსკვლავების წარმოქმნის შეწყვეტის მიზეზი” – ამბობს Xiaohui Fan.

კვაზარის სტრუქტურის და მისი ევოლუციური ეტაპების შესასწავლად სამომავლო დაკვირვებები იგეგმება. ამ ყველაფრის ეტაპობრივ შესწავლასთან ერთად, სავარაუდოდ, შეიცვლება ჩვენი წარმოდგენები სამყაროს და მისი ცალკეული ნაწილების შექმნის შესახებ.

რა ხდებოდა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიების, CES-ის მეორე დღეს

უდიდესი არალეგალური ფორუმი DarkMarket შეიზღუდა