ელექტრონიკის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ
Kyocera წარადგინა ახალი, მსოფლიოში ყველაზე თხელი და მსუბუქი მობილური ტელეფონი,
KY-01L წარადგინა, რომელსაც აქვს 4G მხარდაჭერა და საკრედიტო ბარათის ზომისაა.
ახალი მოდელის ზომები 91/55 მმ-ია, სისქე, დაახლოებით, 5.3მმ, ხოლო წონა – 47 გრ.
ტელეფონით დარეკვა, მიმოწერა და ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი, თუმცა, მას არ აქვს კამერა.
‘KY-01L’ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იაპონიაში, ამ წლის ნოემბერში.