უნიკალური, ლამაზი, თანამედროვე და ყველაზე ვიწრო სახლი ლონდონში – ეს ის შენობაა, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ “მეტი, ვიდრე სახლი”. სახლი, რომელში ცხოვრებაზეც ალბათ არაერთ ადამიანს უოცნებია, ახლა $1.3 მილიონად იყიდება.
სახლი თავდაპირველად ქუდების მაღაზიას წარმოადგენდა, შემდეგ კი მოდის ფოტოგრაფმა დიზაინერის სახლად გარდაქმნა. ხუთსართულიანი შენობა სულ რაღაც 6 მეტრის სიგანისაა. მართალია, ზოგიერთი ადამიანი წუხს სივიწროვის გამო, თუმცა რეალურად სივრცის ასეთი გადანაწილება საკმაოდ მოქნილ და კომფორტულ საცხოვრებელს ქმნის. “ინტერიერის დიზაინი ძვირადღირებული იახტის მიდგომას იმეორებს, აქ მაქსიმალურადაა სივრცე გამოყენებული” – აცხადებს Winkworth, უძრავი ქონების სააგენტო ლონდონში.
თანაც, აღსანიშნავია, რომ პატარა სახლები სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, რადგან არქიტექტორები ცდილობენ, ზედმეტი სივრცის დაკავების გარეშე მარტივად შექმნან ადამიანებისთვის საჭირო კომფორტი.
ეს არის უცნაური, მომხიბლავი და გასართობი. მას მოიწონებს ყველა, ვინც გრძნობს, რომ ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ორი სართული ზემოთ და ორი – ქვემოთ