8
Apr
2019

Yves Rocher 60 წლის იუბილეს აღნიშნავს

8 Apr 2019

მცენარეული კოსმეტიკის ბრენდი Yves Rocher („ივ როშე“) 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც თავად ამბობენ, კომპანიის მთავარი მიზანი ყველასათვის ხელმისაწვდომი, მცენარეული კოსმეტიკის შექმნა იყო.

„ბრენდი 1959 წელს საფრანგეთში,  ბრეტანის რეგიონში, პატარა სოფელ ლა გასიში შეიქმნა. პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა ივ როშეს მთავარი მიზანი იყო შეექმნა მცენარეული კოსმეტიკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა ქალბატონისთვის“.

Yves Rocher-ს პროდუქცია შექმნილია ბუნებრივი ნედლეულისგან. ბრენდის წარმომადგენლების თქმით,  შემუშავებული ფორმულები  მარტივად ასიმილირდება კანთან, რაც უფრო ეფექტურს ხდის მას.

„ეს არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც წარმოების ყველა ეტაპზე უმკაცრეს კონტროლს ანხორციელებს, იქნება ეს მცენარეების შერჩევა, დამუშავება, გავრცელება თუ სხვა. შექმნის დღიდან ივ როშეს გუნდი დაუღალავად შრომობს იმ მიზნით, რომ  შექმნას ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც იზრუნებს თვქენს სილამაზეზე და არ მიაყენებს ზიანს დედამიწას. მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით, ის ახერხებს მიიღოს ყველაფერი  საუკეთესო მცენარისგან და გთავაზობთ ინოვაციურ, ეფექტურ და მაღალხარისხიან  პროდუქციას“.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, Yves Rocher-ს ეკო მწვანე ფორმულები შერჩეულია მათი ბიოდეგრადირების მიხედვით. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა, წარმოაჩინოს მცენარის სასარგებლო თვისებები და ამავდროულად, გაუფრთხილდეს ბუნებას.

„ყველა შეფუთვა კონტროლდება ეკო კონცეფციის მიხედვით. ბრენდი უპირატესობას ანიჭებს მეორადი გადამუშავების მასალას. ბრენდი Yves Rocher კოსმეტიკური საშუალებების მთელ სპექტრს გვთავაზობს: სახისა და სხეულის მოვლა, პარფიუმერია, მაკიაჟი ნებისმიერი გემოვნებისთვის“.

საქართველოში ბრენდი „ივ როშე“ უკვე 20  წელია არსებობს და დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 14 მაღაზია აქვს. აქედან 11 – თბილისში, 3 კი ბათუმშია.

[R]

განხილვა