20
Nov
2018

Yves Saint Laurent-ის ახალი სახე შარლოტა გეინსბური გახდა

20 Nov 2018

ფრანგული მოდის სახლის, Yves Saint Laurent-ის 2019 წლის სახე შარლოტა გეინსბური გახდა. მსახიობმა და მომღერალმა, ბრენდის მომავალი წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია წარადგინა. უკვე ოფიციალურად გავრცელდა ფოტოები, რომლის ავტორიც დევიდ სიმსია.

შარლოტა გეინსბური Yves Saint Laurent-თან შარშანაც თანამშრომლობდა. წელს მსახიობი და მომღერალი, ახალი კოლექციის მხარდასაჭერ ფოტო – სესიაში, განსხვავებული იმიჯით – მოკლე, ღია ფერის თმით გამოჩნდა.

განხილვა