in

Samsung Galaxy Z Flip 3 – 2021 წლის საუკეთესო დასაკეცი სმარტფონი

იგი გაცილებით სჯობს Motorola Razr-ს

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung საზოგადოების ყურადღებას ახალი, Galaxy Z სერიის დასაკეცი მოდელებით იქცევს – Z Flip 3 და Z Fold 3 ამა წლის 11 აგვისტოს იქნა წარდგენილი.

საგულისხმოა, რომ ახალი მოდელების კამერა არც თუ ისე შთამბეჭდავია – Z Flip 3-ს არ აქვს Samsung Galaxy S21 ხაზის შთამბეჭდავი ტელეფოტო ობიექტივი და არც მისი 50x კოსმიური მასშტაბირება. თუმცა Snapdragon 888 ჩიპსეტით, 8 GB ოპერატიული მეხსიერებით და 128 ან 256 GB მეხსიერებით, ის საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ საკუთარი ფასი გაამართლოს და 2021 წლის საუკეთესო დასაკეც სმარტფონად იქცეს.

მართალია, უკვე საკმაო ხანია, რაც დასაკეცი ტელეფონები ნაკლებ აქტუალურია, მაგრამ მისი უპირატესობებიც უნდა აღინიშნოს… პირველ რიგში, დაკეცილ ფორმატში სმარტფონი უფრო კომპაქტურია. ასევე, მისი ეკრანი ჯიბეში ან ჩანთაში უფრო დაცულია გაკაწვრისა თუ სხვა სახის დაზიანებისგან. თანაც, Z Flip 3-ის შემთხვევაში მინიმუმამდე მცირდება მისი წინამორბედის უდიდესი სისუსტე: 1.1 დიუმიანი გარე ეკრანის ნაცვლად Z Flip 3 თითქმის ოთხჯერ დიდ 1.9 დიუმიან გარე ეკრანს იყენებს.

საგულისხმოა, რომ Z Flip 3 ერთგვარად Motorola Razr-ის დაწყებულ საქმეს ასრულებს… დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რატომ აჯობა სამსუნგმა მოტოროლას, მაგრამ როგორც გვახსოვს, სწორედ მოტოროლამ გადადგა დასაკეცი სმარტფონებისკენ ნაბიჯი 2019 წელს. მართალია, Razr ვიზუალური თვალსაზრისით მართლაც დახვეწილი იყო, მაგრამ მთლიანობაში ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა.

Razr-ის გამოშვებიდან რამდენიმე თვეში პირველი Samsung Galaxy Z Fip გამოვიდა, რომელმაც თითქმის ყველანაირად გადააჭარბა დასაკეც მოტოროლას – უკეთესი კამერებით, უმაღლესი ხარისხის ეკრანით, ნაკლები ხარვეზებით და თანაც, მისი გახსნა ყველა კუთხიდან შეიძლებოდა. ორივე მოწყობილობა 2020 წელს ოდნავ შეიცვალა.

მოკლედ რომ ვთქვათ, Samsung Galaxy Z Fold 3 აშკარად დომინანტური დასაკეცი მოწყობილობაა. გარდა ზემოთ ხსენებული ფუნქციებისა, S Pen სტილუსთან თავსებადობა მას პროდუქტიულობაზე ორიენტირებულს ხდის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Samsung Galaxy Note 21 გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ Z Flip 3, სხვა ფლაგმანურ ტელეფონებთან შედარებით, კონკურენტუნარიანია, სამსუნგის განცხადების თანახმად, აღნიშნული დასაკეცი სმარტფონი სხვა მოდელებს არ ჩაანაცვლებს… არამედ მის “ბრტყელ” მოდელებს შეავსებს.

ცხადია, მომხმარებლებს დრო სჭირდებათ იმის გასარკვევად, რამდენად ღირს ტრადიციული ტელეფონის ნაცვლად დასაკეცის შეძენა და გამოყენება. თუმცა სხვა ყველაფერს მისი ღირებულებაც ემატება, რომელიც ამჟამდ სულ რაღაც $999-ს აღწევს.

რობოტი გვიჩვენებს, რამდენად მარტივია ცურვა წყალქვეშა არსებებისთვის

როგორ ცვლიან თამაშის წესებს აუთსაიდერები?