მოდის მოყვარულებისთვის ფრანგული სტილი ყოველთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო. ქვეყანაში, რომელიც მოდის ცენტრის სტატუსს დამსახურებულად ატარებს, არაერთი გამორჩეული ბრენდი დაიბადა და თითოეული მათგანი ფრანგულ ესთეტიკას ხასიათს თავისებური ხელწერით წარუდგენს მსოფლიოს. ერთ-ერთი მათგანია Zadig & Voltaire. 2024 წლის სექტემბრიდან ბრენდის მაღაზია თბილისშიც გაიხსნა – Zadig&Voltaire-ის უახლესი კოლექციები ჭავჭავაძის 29 ნომერში გაიხსნა.
გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ბრენდის შესახებ:
დაარსების ისტორია
1997 წელს ტიერი ჟილერმა Zadig & Voltaire ახალი ხედვით შექმნა: მოდის სამყაროში ელეგანტური, მაგრამ ამავე დროს ყოველდღიური და კომფორტული ტანსაცმელი უნდა შეეტანა. ჟილერის ოჯახი ქაშმირის ტექსტილის წარმოებით იყო ცნობილი. სწორედ ამ გამოცდილებამ შთააგონა, შეექმნა ბრენდი, რომელიც ყოველდღიური სტილის კომფორტს და მაღალი მოდის ელეგანტურ დეტალებს გააერთიანებდა. ჟილერმა გადაწყვიტა, ქაშმირი მაღალი მოდიდან ყოველდღიურ ტანსაცმელში გადმოეტანა, რაც იმ დროისთვის ახალი იდეა იყო.
ბრენდის კონცეფცია და ხელწერა
Zadig & Voltaire შთაგონებას თავისუფლებისა და როკ-ნ-როლის ესთეტიკაში პოულობს, ამ
მიდგომით ბრენდმა მსოფლიოს მოდის სცენაზე თავისი უნიკალური ხელწერა დაამკვიდრა. Zadig & Voltaire აერთიანებს ლაქშერი ელემენტებსა და როკ-ნ-როლის სიმბოლიკას. ბრენდის მთავარ სახასიათო ნიშაა Glamour Rock, კოლექციები კი თავისი ურბანული ესთეტიკით კარგად ასახავს თანამედროვე ცხოვრების სტილს. Zadig & Voltaire-ის კოლექციებში წამყვანი ადგილი უკავია ჩანთებს, რომლის დიზაინის დამახასიათებელი დეტალი ბრენდის ლოგოა.
სახელის ისტორია
Zadig & Voltaire-ს სახელი შთაგონებულია მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის, ვოლტერის, ნაწარმოებით – Zadig: or Book of Fate. თავად ვოლტერი თამამი მოაზროვნე იყო, რომელიც ხშირად უპირისპირდებოდა წესებს და მუდამ დინების საწინააღმდეგოდ ცურავდა. სწორედ ასეთ ხასიათს გამოხატავს ბრენდი თავისი კოლექციებით.
თანამშრომლობა უკრაინასთან
Zadig & Voltaire-ის წარმოება წლებია, უკრაინასთან არის დაკავშირებული. ქალის პიჯაკებია დიდ ნაწილს სწორედ უკრაინაში აწარმოებენ. ომის დაწყების მიუხედავად, ფაბრიკებმა, რომლებიც პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, წარმოება უსაფრთხოდ გააგრძელა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრენდის სათავო ოფისი მუდმივად იწევს მონიტორინგს მათ სამუშაო პირობებს და მხარს უჭერს ფაბრიკებს მუდმივი წარმოების უზრუნველყოფით, რაც ამჟამად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიკური
სტაბილურობისთვის.
მუსიკის გავლენა ბრენდის კოლექციებში
Zadig & Voltaire თავის კოლექციებში მუსიკას მკაფიოდ გამოხატულ როლს ანიჭებს. როკ-ნ-როლი ბრენდის იდენტობის ნაწილია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Zadig & Voltaire-მა სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ითანამშრომლა.
Zadig & Voltaire-ის სუნამოები
Zadig & Voltaire სუნამოების ხაზი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნისექს ხასიათით გამორჩეული სუნამოები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ინდივიდუალიზმსა და მინიმალიზმზე. ბრენდის ყველაზე ცნობილ სუნამოებად This is Her! და This is Him! მიიჩნევა.
წლებთან ერთად Zadig & Voltaire-მა დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ ხარისხიანი ტანსაცმლისა და აქსესუარების შემქმნელია, არამედ თანამედროვე მოდაში დღემდე თავისუფლების განცდა შეაქვს. Zadig & Voltaire აგრძელებს შექმნას სამოსი იმ ადამიანებისათვის, ვინც ტანსაცმლით და გარეგნული იმიჯით საკუთარ ინდივიდუალიზმსა და ქარიზმას გამოხატავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Zadig & Voltaire-ის უახლესი კოლექციების გაცნობა ჭავჭავაძის 29 ნომერში მდებარე მაღაზიაშია შესაძლებელი. წარმოდგენილი მოდელების სანახავად ასევე ეწვიეთ Zadig & Voltaire-ის ქართული მაღაზიის სოციალური ქსელების არხებს.
https://www.instagram.com/werockgeorgia?utm_source=ig_web_button_share_sheet&igsh=ZDNlZDc0MzIxNw==
https://www.facebook.com/profile.php?id=61566616551971
[R]