in

თბილისში Zadig&Voltaire-ის პირველი მონობრენდული მაღაზია იხსნება

ძალიან მალე თბილისში მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის,  Zadig&Voltaire-ის მონობრენდული მაღაზია იხსნება. 2024 წლის სექტემბრიდან ბრენდის უახლესი კოლექციების გაცნობა და სასურველი მოდელების შეძენა მომხმარებლებს ჭავჭავაძის 22 ნომერში მდებარე 100 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცეში შეეძლებათ.

Zadig&Voltaire მოდის მოყვარულ ქართველ მომხმარებელში საკმაო ცნობადობით და პოპულარობით სარგებლობს. უკვე წლებია, რაც ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია მაღაზია New Trend-ში. სწორედ მისი განსაკუთრებული პოპულარობის გამო New Trend-ის მფლობელმა კომპანია Nabu-მ გადაწყვიტა, Zadig&Voltaire-თან თანამშრომლობის მასშტაბები გაეზარდა და მისი მონობრენდული მაღაზია გაეხსნა. ამ სიახლეს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამომხმარებლო თვალსაზრისით, არამედ თბილისში მოდის ტურიზმის განვითარების კუთხით, რადგან Zadig&Voltaire მოდის სამყაროს ერთ-ერთ აქტუალურ ბრენდად მიიჩნევა.

Zadig&Voltaire 1997 წელს პარიზში დაფუძნდა. ის თანამედროვე დიზაინისა და დახვეწილი სტილის სინთეზით გამოირჩევა. მოდისადმი ფრანგული ხედვა კარგად იგრძნობა ბრენდის ხელწერაში. Zadig&Voltaire-ის მთავარი  ინსპირაცია თანამედროვე ხელოვნებაა. სწორედ ამ შთაგონებით ქმნის მოდელებს, რომლებიც დროს უძლებს. Zadig&Voltaire-ის კოლექციები მრავალფეროვანია. ყოველდღიურ სამოსთან ერთად, საუცხოო გამოსასვლელ მოდელებსაც აღმოაჩენთ. ბრენდის მთავარი სახასიათო ნიშაა Glamour Rock, რომელიც კარგად აისახება კოლექციებში. Zadig&Voltaire-ის პაპულარობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩანთები, რომელსაც ბრენდის კოლექციებში განსაკუთრებული ადგილი უკავია და ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადია.

მოდის სახლისათვის საშოპინგო გამოცდილება იმაზე მეტია, ვიდრე სასურველი ლუქის აწყობისათვის სამოსის შეძენა. Zadig&Voltaire-ის ფილოსოფიით ეს მოდის ხელოვნებასთან დაახლოების პროცესია. თანამედროვე ცხოვრების სტილთან მორგებული და ამავე დროს ელეგანტური დიზაინი Zadig&Voltaire-ს აქცევს ბრენდად, რომელსაც ყოველთვის ირჩევენ ადამიანები სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით.

Zadig&Voltaire-ის მონობრენდული მაღაზია Nabu-ს მორიგი წარმატებული პროექტია. კომპანია, რომლის ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის, საქართველოში არაერთი გავლენიანი ბრენდის შემომყვანია. 2023 წლის დასაწყისში Nabu-მ თბილისში პირველი Department Store სახელწოდებით

New Trend გახსნა. ასევე Nabu-ს ქსელის ნაწილია Emporio Armani-ს და Armani Exchange-ის მონობრენდული მაღაზიები. მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან და დიზაინერებთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობით Nabu თბილისს მოდის მოყვარულთათვის საინტერესო და მიმზიდველ  ქალაქად აქცევს.

Zadig&Voltaire-ის მონობრენდული მაღაზიის წარმატებასა და აქტუალობასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს, როგორც კომპანია Nabu-ს, ასევე, Zadig&Voltaire-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას.

[პარტნიორის კონტენტი]

რას გულისხმობს თიბისისა და სილქნეტის ერთობლივი შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის?

7 რჩევა მათთვის, ვინც LinkedIn-ს ჯერ კიდევ ვერ გაუგო