in

ადგილი, სადაც სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ერწყმის

17000 ფოლადის ყვავილი ზადოკ-ბენ დავიდისგან

კეუს ბაღის ხედით, ბუნებრივი ნაკრძალის შუაგულში, არის ნაკვეთი, სადაც თითქმის 1000 მცენარის სახეობაა გაშენებული. დიდი, ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ინსტალაცია 2006 წლიდან სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, მათ შორის: სეულში, თელავივსა და პარიზში. ინსტალაციის სახელწოდებაა Blackfield, რომელიც დაკავშირებულია ყვავილების დუალისტურ ბუნებასთან: ერთი მხარე ასახავს ცხოვრების ნათელ ელფერს, ხოლო მეორე მთლიანად შავად არის შეღებილი.

BOG
BOG

ინსტალაცია გამოხატავს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გავლებულ მერყევ ხაზს და იმას, თუ როგორ შეიძლება მცირე ცვლილებამ გააჩინოს დაკარგვის ან იმედის ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები. 

ინსტალაცია გამოხატავს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გავლებულ მერყევ ხაზს და იმას, თუ როგორ შეიძლება მცირე ცვლილებამ გააჩინოს დაკარგვის ან იმედის ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები. 

„ჩემი საქმიანობის მთავარი სათქმელია კაცობრიობისა და ბუნების ურთიერთობა. ყოველთვის მხიბლავდა იდეა, თუ როგორ არიან ადამიანები დამოკიდებულნი ბუნებაზე, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს ივიწყებენ ამ ფაქტს”, – ამბობს არტისტი. 

Blackfield- ის გარდა, ამ ნაკრძალში სხვადასხვა რთული სკულპტურული ნამუშევარია, რომელთაგან ზოგიერთი დაფუძნებულია მე-19 საუკუნის ილუსტრაციებზე. 

ზადოკ-ბენ დავიდის ნამუშევრების დათვალიერება კი მის ინსტაგრამზე შეგიძლიათ.

იმპლანტის მეშვეობით, სრულიად პარალიზებულმა ადამიანმა სხვებთან კომუნიკაცია შეძლო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ტრენინგების სერია BTU-სგან საქართველოს 10 დიდ ქალაქში ჩატარდება