in

რომ არა „ტექნიკური“ დასვენება – ყველა ზაფხული აზრს დაკარგავდა

ზაფხულის სულსწრაფი დღეები ყველასთვის სხვადასხვა ემოციას ატარებს. გულსწრაფობით მიღებული გადაწყვეტილებები კი, ხან სად მიგვაქროლებს, ხან კი სად – მარტივად რომ ვთქვათ, ყველას ჩვენი ზაფხული გვაქვს, მაგრამ არის რაღაც – რაც ერთამენთთან „ტექნიკურად“ გვაკავშირებს.

ზაფხულის ახალი კამპანია ზუმერმა სწორედ ამ დამაკავშირებლის ახსნას მიუძღვნა და, ფაქტობრივად, პირდაპირ გვითხრა, რომ ტექნიკის გარეშე – ჩვენი ყველა ზაფხული – ბევრად რთული, მომაბეზრებელი, უღიმღამო და ნაკლებად ფერადი იქნებოდა. 

უბრალოდ, არავინ დაგვიჯერებდა, რომ საუკეთესო მწვერვალების დაპყრობა შეგვიძლია.

ვერ აღვბეჭდავდით ამბებს, რომლებიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, ვერ გავცდებოდით საცობებს, რომლებიც ზაფხულის საუკეთესო წუთებს მოგვაბეზრებდა და ვერ გავიხალისებდით ხმაურიანი მატარებლით 6 საათიან მგზავრობას.

მთავარი გზავნილი – დაისვენე „ტექნიკურად“ პირდაპირი ბიძგია, რომელიც ერთი მხრივ, „ტექნიკურად“ ანუ – მოხერხებულად, ხოლო, მეორე მხრივ, ტექნიკით დასვენებას ესადაგება.

ვიდეორგოლზე ზუმერმა watergunz-თან ერთად იმუშავა.

მთავარი ვიდეო კი ქმნის „ტექნიკურ“ ზაფხულს, რომელიც პოლაროიდის კადრებად – საუკეთესო ფლეილისტად, ღრუბლებში მოგზაურობად და დაუჯერებელი ამბების მთავარ „შემნახველად“ გარდაიქმნება.

ზუმერი არ კარგავს საკუთარი ბრენდის იდენტობას და მუდმივად ცდილობ შექმნას ხასიათი, რომელიც ყველასთვის საერთო და დამაკავშირებელია, რაც ყველაზე მთავარია – ზუმერი ცდილობს –  სულსწრაფი სულისკვეთებით გვიბიძგოს „ტექნიკური“ ცვლილებებისკენ.

ხოლო, ზაფხულის ამ კაპანიით დახმარებით, დარწმუნებულია, რომ იპოვი პასუხს კითხვაზე:

როგორია შენი „ტექნიკური“ დასვენება?

[R]

ჩემპიონების სკოლა! – ეს გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლაა

თიბისის ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენცია WeAreDevelopers World Congres-ზე